ანი ბებია "მთავარ არხზე" დილის გადაცემას ესტუმრა და ორსულობის ბოლო კვირებზე, მოლოდინსა და მომავალ დედობაზე ისაუბრა. ანის თქმით, ის უკვე 33 კვირისაა და დაახლოებით თვე-ნახევარი დარჩა მშობიარობამდე. სურს, რომ ილო დაესწროს მის მშობიარობას და პირველი დღეებიც მის გვერდით იყოს.
"ვაპირებ, ძიძის გარეშე გავზარდო ბავშვი და ყველგან თან ვატარო..." - აღნიშნა ასევე ანიმ და ისიც დასძინა, რომ კარანტინის გამო საკმაოდ გაუჭირდა პატარასთვის საჭირო ტანსაცმლის შეძენა და იხუმრა კიდეც, იმედია, ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა არ მოუწევსო.
ანის თქმით, ილო ბევრ რამეში ეხმარება და საჭმელებსაც კი აკეთებს ხანდახან ფეხმძიმე მეუღლისთვის.
მსახიობი და წამყვანი ასევე ბევრ დროს ატარებს ქალიშვილებთან პირველი ქორწინებიდან, რომლებიც ანისთანაც მეგობრობენ და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
ილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ შვილს ელოდებიან - რა რეაქცია ჰქონდა მსახიობს პირდაპირ ეთერში