საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. შესაბამისად, კალაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა... ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არაა შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეპიდემიის დროს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს მოსახლეობას“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძემ
ჟურნალსიტებს განუცხადა, შესაბამისი სამსახურები მზად არიან და მითითებას ელოდებიან.

“ზუსტი თარიღი უცნობია, ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა, როგორც ამას წინა დღეების განმავლობაში ვლაპარკობდი. მე კარგად მესმის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომაროება, კარგად მესის სიფრთხილე, თუმცა როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები
სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. მზად ვართ იმისთვის, რომ ახლა ვუთხრათ შესაბამის სამსახურს, მძღოლები დასხდებიან და გამოვლენ, მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას”, - განაცხადა კალაძემ.
393
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი