ეს ორი ბავშვი არაფრით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა მათ შორის უნიკალური კავშირია. დაუჯერებლად ჟღერს, მეგრამ ისინი ტყუპიები არიან. 500-დან ერთი შანსია, რომ ტყუპი სხვადასხვა ფერის კანით დაიბადოს. მაგრამ კანით, თვალისა და თმის ფერით განხსვავებული ტყუპი მართლაც უნიკალური მოვლენაა - ასეთი მრავალგვარი განსხვავებით ტყუპი თითქმის არასდროს იბადება. ამიტომაც და-ძმა დაბადებიდანვე იქცა ექიმების გამოცანად.
ბავშვების დედა, ჯუდით ნვოკოჩა, რომელმაც 2006 წელს იმშობიარა, ამბობს: "შოკში ჩავვარდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ექთანს შეეშალა და სხვილი ბავშვი მომიყვანა."
კაჩის ალბონიზმის იშვიათი ფორმა აქვს. ეს მემკვიდრეობითია. მისი სხეული ვერ წარმოქმნის საკმარის მელანინს, რას მის კანზე, თმასა და თვალებზე აისახება. კანი და თვალები უფრო მგრძნობიარეები არიან მზის მიმართ, მხედველობაც დაქვეითებულია და სათვალის ტარება უწევს. ამ დიაგნოზის მიუხედავად, კაჩი თავს ძალიან ჯანმრთელდ გრძნობს.
მათი დედა წარმოშობით ნიგერიელია და კანადაში მუშაობს ფოტოგრაფად. სწორედ დედის წყალობითაა კამსის და კაჩის ფოტოისტორია ასეთი შთამბეჭდავი.
და-ძმა ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრებიც არიან.
მათ გარშემო ყველას უჭირს დაჯერება, რომ კამსი და კაჩი ტყუპები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კაჩის ქუჩაში ყოველთვის თვალს აყოლებენ, დედა მას დათრგუნვისა და განწყობის გაფუჭების საშუალებას არ აძლევს. ერთ-ერთი მიზეზიც ასეთი ხშირიფოტოსესიებისა სწორედ ის გახლავთ, რომ გოგონამ ირწმუნოს, რომ ძალიან ლამაზია.
ჯუდითი ყოველთვის ხმამაღლა ამბობს, რომ ბედნიერია ასეთი საოცარი შვილებით და მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ასე განსხვავდებიან, სინამდვილეში მათ ძალიან მძლავრი ურთიერთკავშირი აქვთ. ისინი ახლა 4 წლისანი არიან და მათი კავშირი დღითიდღე ძლიერდება.