მომღერალი ნინა სუბლატი ორსულობის მეშვიდე თვეშია და ბოლო პერიოდში ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოებს.
თაყვანისმცემლები ხშირად უწერენ, რომ ძალიან უხდება ორსულობა. ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოებსაც ჩვეულად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძირითადად კომენტარებში იმას წერენ, თუ როგორ უხდება მომღერალს ახალი მდგომარეობა:
"რაც კი ოდესმე ყოფილხარ, მგონი ახლა ხარ ყველაზე ლამაზი!", "საყვარელი და ლამაზი ხარ, ნინა" - წერენ ინსტაგრამზე მისი გამომწერები.