სანამ მსოფლიოს ყველა ექიმი ხელების ხშირი დაბანისა და ჰიგიენის გამკაცრებული წესებისკენ მოგვიწოდებს, ექიმი ჯეიმს ჰემბლინი ამტკიცებს, რომ ჩვენს სხეულს არც წყალი სჭირდება და და არც დასაბანი საშუალებები.
ინტერნეტმომხმარებლებს შორის ამ მოსაზრებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ჯეიმს ჰემბლინი ხომ უკვე წლებია, ადამიანის ორგანიზმის მიკრობიომს იკვლევს. თავისი კვლევა რომ სრულყოფილი გაეხადა, მან 4 წლის წინ ყოველგვარ ჰიგიენურ პროცედურაზე უარი თქვა. არ უსარგებლია არც საპნით, არც შამპუნით არც შხაპის გელებითა და კოსმეტიკით. პრაქტიკულად არ ბანაობდა, მხოლოდ სუფთა წყალს თუ ივლებდა ხელებსა და სხეულზე.
ჯეიმსმა აღიარა, რომ წყლის პროცედურებზე უარი ერთბაშად არ უთქვამს. თავიდან თავის მოვლის მინიმალურ გზებს ეძებდა. გარკვეული მასალების შესწავლსი შემდეგ მიხვდა, რომ მთლიანად სურდა თავის მოვლის ჩევევების შეცვლა.
ის დარწმუნებულია, რომ დაბანა კანის დამცავ ბარიერს არღვევს და პათოლოგიური მიკრობებისთვის ხელსაყრელ გარემო ქმნის.
ჰემბლინმა აღიარა, რომ პირველი კვირების გადატანა ადვილი არ ყოფილა. თავს ბინძურად თვლიდა და სხეულზეც უსიამოვნო სუნი ასდიოდა. თუმცა დროთა განმავლობაში მისი სხეულის ეკოსისტემა შეიცვალა.
"მეუღლე მეუბნება, რომ ჩემგან ცუდი სუნს ვეღარ გრძნობს. ამის შესახებ სხვებსაც მოურიდებლად ვეკითხები - ისინიც მეუბნებიან, რომ ახლა არანაირი სუნი არ ამდის" - ამბობს ჯეიმსი გადაცემაში This Morning.
ინტერნეტმომხმარებლებს არ სჯერათ ამ ექსპერიმენტის. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ ამ მეთოდზე ექიმი უდროო დროს ალაპარაკდა, რადგან პანდემიის პირობებში ჰიგიენაზე უარის თქმა ძალიან სარისკოა და ყველამ ჰიგიენის ტრადიციული ნორმები უნდა შეინარჩუნოს.