რატომ მალავს ტაილანდის მეფე 15 წლის აუტისტ შვილს - ამბობენ, რომ მამა მას საკუთარ დონორად ზრდის
რატომ მალავს ტაილანდის მეფე 15 წლის აუტისტ შვილს - ამბობენ, რომ მამა მას საკუთარ დონორად ზრდის
ტაილანდის მეფის მემკვიდრე პრინცი, 15 წლის დიპანგკორნი რა ხანია, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა და დედის ნახვის უფლებაც არ აქვს.

ტაილანდის მეფე რამა მე-10 არაერთხელ გამხდარა მამა, მაგრამ მის მხოლოდ სამ შვილს აქვს სამეფო ტიტული. მათ შორის ერთადერთი ვაჟია - 15 წლი დიპანგკორნი. სწორედ ის მიიჩნევა ტახტის მემკვიდრედ, მამის გარდაცვალების შემდეგ.
mshoblebi
პრინცი 2005 წლის 29 აპრილს დაიბადა. მისი დედა მეფის მესამე ცოლი სრირასმია, თუმცა 2014 წელს პრინცესას ნათესავებს ყველა ტიტული და უფლებამოვალეობები ჩამოართვეს კორუფციული სკანდალების გამო. იმავე წელს რამა ცოლს გაშორდა.
mshoblebi
პრინცზე
ბევრი არაფერია ცნობილი. ცოტა ხნის წინ გერმანულ გამოცემა "ბილდში" გამოქვეყნდა მასზე სტატია. ბიჭი გერმანიაში ცხოვრობს, ფელდაფინგის შემოგარენში უშველებელ ვილაში. უამრავი მსახური ემსახურება და ნებისმიერ სურვილს უსრულებენ.
მხოლოდ ერთი სურვილი რჩება აუსრულებული - აკრძალული აქვს დედის ნახვა და წლებია, არ უნახავს.

ტაილანდში გავრცელდა ხმები, რომ დიპანგკორნ დონორად ზრდიან - ტაილანდელების თქმით, მეფე რამას იშვიათი დაავადება აქვს და მისი ვაჟი განიხილება მისი ძვლის ტვინის უჯრედების შესაძლო დონორად.

თავად ბიჭს აუტისტური სპექტრის აშლილობა დაუდგინეს. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ მალავს მას მამამისი. იმ ძალიან მცირე შემთხვევებშიც, როცა ტაილანდში ჩამოდის, თან ახლავს ევროპელი მამაკაცი, რომელსაც მიიჩნევენ მის პირად
მცველად და ფსიქოთერაპევტად.
mshoblebi
გერმანული გამოცემების თანახმად, 2011 წლიდან ბიჭი ვოლფრატსჰაუზენის ვალდორფის სკოლაში დადის. საუბრობს გერმანულად უკეთ, ვიდრე ტაილანდურად.

ამასობაში კი მამამისს ახალი ფავორიტი ჰყავს - მისი 33 წლის ქალიშვილის, 33 წლის სირივანავარის საუკეთესო მეგობარი. რომელიც შესაძლოა ცოლად მოიყვანოს და მეორე კანონიერი ვაჟი, ტახტის კიდევ ერთი მემკვიდრეც გაუჩნდეს.

mshoblebi
mshoblebi
5602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ლერი
0
ასე არ ჯობია.?///. გეთქვათ აქამდე თქვე კაი ხალხო
14:21 / 29-05-2020
dadada
0
ამას გვიმალავდით?
19:39 / 28-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი