ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ მისმა დამ, სოფიო ანდღულაძემ განგვიცხადა:
"მდგომარეობა ისევ სტაბილურია. სუნთქვას თავისით ახერხებს და როცა საჭიროა აპარატით ეხმარებიან. წნევასა და ტემპერატურას თავისით არეგულირებს ორგანიზმი. ისევ დრო და მოთმინება გვჭირდება."
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი დავით ანდღულაძეს მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
თამარ იაკობაშვილი