როგორ ჩხუბობდა მიმი შელია ქართველობის გამო და რა გეგმები აქვს ირინა შეიკის ქართველ ორეულს
როგორ ჩხუბობდა მიმი შელია ქართველობის გამო და რა გეგმები აქვს ირინა შეიკის ქართველ ორეულს
მირანდა (მიმი შელია) რუსეთში გაცილებით უფრო ცნობილია, ვიდრე საქართველოში. როსტოვშია დაბადებული და მოსკოვში ცხოვრობს ძირითადად, თან რუსულ შოუბიზნესსა და მოდის სფეროშია ჩართული.

თუმცა მოდელობის თუ კლიპებსა და რეკლამებში მონაწილეობაზე მეტად, ირინა შეიკთან საოცარმა მსგავსებამ გახადა პოპულარული. მართალია, ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა, მაგრამ მიმი ოფიციალურად ცნობილია, როგორც ირინა შეიკის ყველაზე პოპულარული ორეული.
mshoblebi
1992 წელს არის დაბადებული როსტოვში, ქართულ ოჯახში. მამის ფესვები მუხურიდან მოდის და რამდენიმე თვის წინ დადო კიდეც ფოტოები მუხურიდან, როგორც მშობლიუარი მხარიდან.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა,
დედამ ძალიან მძიმედ გადაიტანა მშობიარობა, ერთი პერიოდი სიარულიც კი არ შეეძლო, ამიტომ წლამდე ბებიასთან იზრდებოდა. მერე კი, როცა დედა მოკეთდა, ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
mshoblebi
მირანდა თავისი მშობლების ერთადერთი შვილია და ამბობს, რომ ძალიან უყვარს ისინი. მისივე მონათხრობის თანახმად, ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო, რამდენჯერმე აბებიც გადაუყლაპია თურმე პატარას და საკმაოდ უნერვიულებია მშობლები.

სკოლაში ბევრი კამათი და ჩხუბი გადაუტანია ეროვნულ ნიადაგზე. ხშირად ამაყობდა ქართული ფესვებით და ღიად იცავდა თავის ეროვნებას. ხშირად ამბობს, რომ სკოლის წლები ძალიან რთული იყო მისთვის თანატოლებისგან მიყენებული წყენების გამო.

პროფესიით მირანდა იურისტია, რუსული სამართლის აკადემია დაამთავრა. ეს არჩევანი მამის თხოვნით გააკეთა,
თუმცა არასდროს აინტერესებდა იურისტობა და სამოდელო სფეროს ამჯობინებს.
mshoblebi
მირანდა მეგობარ ქეთა თოფურიასა და ირინა შეიკთან ერთად

მართალია, მოდელის სიმაღლე არ აქვს - 167 სანტიმეტრია, თუმცა ეფექტური გარეგნობის გამო ფოტომოდელობს, რუსი მომღერლების კლიპებშიც ჩნდება.
mshoblebi
ირინა შეიკთან მსგავსებითაც ძალიან კარგად სარგებლობს, მაკიაჟით უფრო უსვამს კიდეც ხაზს.

მას მერე, რაც ხმები აგორდა მისი უწინდელი გარეგნობის და პლასტიკური ოპერაციების შესახებ, ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და უფრო ახალგაზრდა წლების. 
mshoblebi
მირანდა ბავშვობაში და ადრეულ ახალგაზრდობაში

თუმცა სკეპტიკოსები მაინც იმ ფოტოებს უფრო ენდობიან, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
mshoblebi
ამტკიცებენ, რომ ეს სწორედ მირანდაა ოპერაციებამდე

მირანდას პირადი ცხოვრებაც აქტიური აქვს. 2015 წელს გახდა ცნობილი მისი და ცნობილი რუსი ფეხბურთელის ფიოდორ სმოლოვის რომანის შესახებ. მანამდე, 20 წლის ასაკში იყო გათხოვილი მიმი და ამბობდა, რომ ეს ახალგაზრდული შეცდომა იყო და მალევე დაცილდა ქმარს.
mshoblebi
სმოლოვთან ერთად

თუმცა სმოლოვთან ურთიერთობაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი და წყვილი დაშორდა ერთმანეთს.

2017 წელს მირანდამ მთავარი როლი შეასრულა იანა რუდკოვსკაიას ვაჟის კლიპში და იქ გაიცნო მომღერალი ვლადისლავ რამი. ამბობდნენ, რომ წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა. რა ხდება ახლა, უცნობია, ჯერჯერობით ჭორები მისი ახალი ურთიერთობის შესახებ არ გავრცელებულა.
mshoblebi
მირანდა და რამი

რაც შეეხება მის გეგმებს, ამბობს, რომ შორს მიმავალ გეგმებს არ აწყობს. "მინდა, ახლობლები და ნათესავები იყვნენ ბედნიერები. საქმე, რომელიც შენს ცხოვრებას მოიცავს, ვერ იქნება ოჯახზე მაღლა. ოჯახი ყველაზე მთავარია. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დაკავშირებულია ჩემთვის ახლობელ ადამიანებთან და ესაა ფასეული", - ამბობს მირანდა.

mshoblebi
3726
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ირინა
1
ხო თქვენ მოგწონთ ვინც უცნობია და ჩრდილში დგას სამაგიეროდ გძულთ ის ქალები ვინც ეკრანზე ჩანს აი ზუსტად ამიტომ ხართ ფარისევლები შერჩევითი მორალი რომ გაქვთ
15:34 / 29-05-2020
რუსა
3
მართლა ძალიან გავს ირინას, უკეთეისც კია:)) ნეტა ოპერაციებსი შედეგია?
14:19 / 29-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი