მირანდა (მიმი შელია) რუსეთში გაცილებით უფრო ცნობილია, ვიდრე საქართველოში. როსტოვშია დაბადებული და მოსკოვში ცხოვრობს ძირითადად, თან რუსულ შოუბიზნესსა და მოდის სფეროშია ჩართული.
თუმცა მოდელობის თუ კლიპებსა და რეკლამებში მონაწილეობაზე მეტად, ირინა შეიკთან საოცარმა მსგავსებამ გახადა პოპულარული. მართალია, ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა, მაგრამ მიმი ოფიციალურად ცნობილია, როგორც ირინა შეიკის ყველაზე პოპულარული ორეული.
1992 წელს არის დაბადებული როსტოვში, ქართულ ოჯახში. მამის ფესვები მუხურიდან მოდის და რამდენიმე თვის წინ დადო კიდეც ფოტოები მუხურიდან, როგორც მშობლიუარი მხარიდან.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა, დედამ ძალიან მძიმედ გადაიტანა მშობიარობა, ერთი პერიოდი სიარულიც კი არ შეეძლო, ამიტომ წლამდე ბებიასთან იზრდებოდა. მერე კი, როცა დედა მოკეთდა, ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
მირანდა თავისი მშობლების ერთადერთი შვილია და ამბობს, რომ ძალიან უყვარს ისინი. მისივე მონათხრობის თანახმად, ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო, რამდენჯერმე აბებიც გადაუყლაპია თურმე პატარას და საკმაოდ უნერვიულებია მშობლები.
სკოლაში ბევრი კამათი და ჩხუბი გადაუტანია ეროვნულ ნიადაგზე. ხშირად ამაყობდა ქართული ფესვებით და ღიად იცავდა თავის ეროვნებას. ხშირად ამბობს, რომ სკოლის წლები ძალიან რთული იყო მისთვის თანატოლებისგან მიყენებული წყენების გამო.
პროფესიით მირანდა იურისტია, რუსული სამართლის აკადემია დაამთავრა. ეს არჩევანი მამის თხოვნით გააკეთა, თუმცა არასდროს აინტერესებდა იურისტობა და სამოდელო სფეროს ამჯობინებს.
მირანდა მეგობარ ქეთა თოფურიასა და ირინა შეიკთან ერთად
მართალია, მოდელის სიმაღლე არ აქვს - 167 სანტიმეტრია, თუმცა ეფექტური გარეგნობის გამო ფოტომოდელობს, რუსი მომღერლების კლიპებშიც ჩნდება.
ირინა შეიკთან მსგავსებითაც ძალიან კარგად სარგებლობს, მაკიაჟით უფრო უსვამს კიდეც ხაზს.
მას მერე, რაც ხმები აგორდა მისი უწინდელი გარეგნობის და პლასტიკური ოპერაციების შესახებ, ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და უფრო ახალგაზრდა წლების.
მირანდა ბავშვობაში და ადრეულ ახალგაზრდობაში
თუმცა სკეპტიკოსები მაინც იმ ფოტოებს უფრო ენდობიან, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
მირანდას პირადი ცხოვრებაც აქტიური აქვს. 2015 წელს გახდა ცნობილი მისი და ცნობილი რუსი ფეხბურთელის ფიოდორ სმოლოვის რომანის შესახებ. მანამდე, 20 წლის ასაკში იყო გათხოვილი მიმი და ამბობდა, რომ ეს ახალგაზრდული შეცდომა იყო და მალევე დაცილდა ქმარს.
სმოლოვთან ერთად
თუმცა სმოლოვთან ურთიერთობაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი და წყვილი დაშორდა ერთმანეთს.
2017 წელს მირანდამ მთავარი როლი შეასრულა იანა რუდკოვსკაიას ვაჟის კლიპში და იქ გაიცნო მომღერალი ვლადისლავ რამი. ამბობდნენ, რომ წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა. რა ხდება ახლა, უცნობია, ჯერჯერობით ჭორები მისი ახალი ურთიერთობის შესახებ არ გავრცელებულა.
მირანდა და რამი
რაც შეეხება მის გეგმებს, ამბობს, რომ შორს მიმავალ გეგმებს არ აწყობს. "მინდა, ახლობლები და ნათესავები იყვნენ ბედნიერები. საქმე, რომელიც შენს ცხოვრებას მოიცავს, ვერ იქნება ოჯახზე მაღლა. ოჯახი ყველაზე მთავარია. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დაკავშირებულია ჩემთვის ახლობელ ადამიანებთან და ესაა ფასეული", - ამბობს მირანდა.