სიახლეებიკალეიდოსკოპი
პირველი ქართული აპლიკაცია ორსულებისთვის „გაგუას კლინიკისგან“, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით
პირველი ქართული აპლიკაცია ორსულებისთვის „გაგუას კლინიკისგან“, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით

ორსულობა ბევრი ქალისთვის დისკომფორტთან არის დაკავშირებული, ზოგიერთისთვის თითქმის არაფერი იცვლება, რადგან ყველა უსიამოვნო ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. რეალურად, სხვა პროცესების მსგავსად, ორსულობაც ინდივიდუალურია და რაც უნდა მშვიდად მიმდინარეობდეს ის, ყოველდღიური გრაფიკი, საზრუნავი და ინტერესები მაინც იცვლება.
გაგუას კლინიკის ინიციატივით, 2018 წელს შეიქმნა პირველი ქართული აპლიკაცია ორსულებისთვის , რომელმაც კიდევ უფრო გაუმარტივა კლინიკის პაციენტებს ექიმთან კომუნიკაცია, ვიზიტის დაგეგმვა და ასევე ჩატარებული კვლევების შედეგების პირად კაბინეტში მარტივად მიღება.
აპლიკაცია განკუთვნილია როგორც ორსულებისთვის, ასევე მშობლებისთვის იქ მიიღებთ ორსულობის მიმდინარეობისა და ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესებთან დაკავშირებით
დეტალურ ინფორმაციას შესაბამის ვადაზე.
ამასთან, შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს ხშირად დასმულ სხვადასხვა შეკითხვებზე. მათ შორის: ორსულობასა და კოფეინის მოხმარებასთან, მავნე პროდუქტებთან, სტრესთან გამკლავებასთან, ჭარბ წონასთან, თვითმფრინავით მგზავრობასთან, უსაფრთხოების ღვედის სწორად გამოყენებასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ექიმთან ვიზიტისას კითხვის დასმა რომც დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, აპლიკაციის მეშვეობით მიიღოთ სასურველი ინფორმაცია. აქვე შეხვდებით აცრების კალენდარსაც თქვენი პატარებისთვის. ბავშვის დაბადების შემდეგ, დედას შეუძლია, სავალდებულო ვაქცინაციის ვადები მარტივად აკონტროლოს. გაეცნობით ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც.
აპლიკაციაა, როგორც ანდროიდის, ისე IOS სისტემების მხარდაჭერით სარგებლობს და Google Play-სა და App Store-ში იძებნება როგორც Gagua Clinic. ბევრი უცხოური აპლიკაციისგან განსხვავებით იგი შეგიძლიათ, სრულიად
უფასოდ გადმოტვირთოთ.
ბეჭდვა