რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე: "არ ვიცი, რო­გორ ავ­ხსნა... აი ამას შე­ვეს­წა­რი"
რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე: "არ ვიცი, რო­გორ ავ­ხსნა... აი ამას შე­ვეს­წა­რი"
მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის დე­დის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და. 50 წლის თა­მარ ან­თე­ლა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მო­პირ­და­პი­რე კორ­პუ­სი­დან პო­ლი­ცი­ე­ლის ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

ორ­მო­ცამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის და მისი მე­უღ­ლის თემო პირ­ვე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა მოხ­და, რის შე­სა­ხე­ბაც პირ­ვე­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"არ ვიცი, რო­გორ ავ­ხსნა, მაგ­რამ ფაქ­ტია რა­საც ხე­დავთ. ერთი წლის უკან ვა­კურ­თხე­ბი­ნე სახ­ლი, მეც ვეს­წრე­ბო­დი, მა­მა­ომ ეს სტი­კე­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჯვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლი, თა­ვის ხე­ლით მი­აკ­რა ყვე­ლა ოთახ­ში და შე­სას­ვლელ კარ­ზეც, აპ­კუ­რა ნა­კურ­თხი წყა­ლი და წა­უს­ვა ზეთი.
mshoblebi
მის მერე ერთი წელი გა­ვი­და, ყველ­გან გაშ­რა წყა­ლიც და ზე­თიც. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის დროს, კა­რებს რომ ვა­ღებ, სულ ვუ­ყუ­რებ ამ სტი­კერს და ეხლა ამ წუთ­ში სახ­ლში მო­ვე­დი, აი ამას შე­ვეს­წა­რი. მეთ­ქი თი­კამ წა­უს­ვა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა რომ არა­ფე­რი არ წა­უს­ვია და თა­ვი­სით გა­მო­ი­სა­ხა ჯვა­რიც და ეს ზეთი თა­ვი­სით წა­მო­ვი­და. ხე­ლით შე­ვე­ხე ერთ წვეთს და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ახა­ლი ზე­თია. და­ი­ლო­ცოს გან­გე­ბა, უფა­ლო დაგ­ვი­ფა­რე და შეგ­ვი­წყა­ლე ჩვენ ცოდ­ვი­ლი!" - წერს თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის მე­უღ­ლე.
4149
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი