ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს თამრიკო ციცქიშვილი ესტუმრა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დედამ 13 წლის ასაკში გააჩინა და მიატოვა.
13 წლის ბავშვს, რომელსაც შეიძლებაა ითქვას, ნაყოფი დროზე ადრე „ამოგლიჯეს“ სხეულიდან და 7 თვის ასაკში საკეისრო გაუკეთეს, შეიძლება გამართლება მოვუძებნოს შვილმა, მაგრამ როცა გაიგო მისი ბიოლოგიური შვილის არსებობა, მან მეორედ თქვა შვილზე უარი.
ქალბატონი თამრიკო ამბობს, ქუჩაში შემთხვევით გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი და ვერც მივხვდი, რას ნიშნავდა ესო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურმე ამ ამბის შემდეგ მთელი ცხოვრება ეშინოდა ნამდვილი დედის, ეშინოდა, რომ არ მისულიყო და არ წაეყვანა იმ ოჯახიდან, სადაც გაიზარდა. შემთხვევით ნაპოვნ წერილში, ბიოლოგიური დედის გვარ-სახელი ამოიკითხა, გაუჩნდა განცდა, რომ არასასურველი შვილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედობილმა ყველანაირად შეუწყო ხელი შეხვედროდა ბიოლოგიურ დედას. როგორი იყო შეხვედრა - ამ სევდიანი ისტორიის გაგრძელებას ვიდეოში იხილავთ.
თეკლა ჟვანია