რამდენიმე თვის წინ, მომღერალ ირაკლი ნოზაძეს მესამე ბიჭი შეეძინა. მისი და ია დუდაშვილის გოგონა ნიაკო, საზოგადოებამ სოციალური ქსელით კარგად გაიცნო. ახლა კი ნიაკო უკვე პატარა ძმას, დანიელს "ზრდის", მისსავე საწოლში აძინებს და უმღერის.
ბედნიერმა დედიკომ კი დანიელის ისტორია შექნმა და სოციალური ქსელით პატარა ბიჭუნა საზოგადოებას გააცნო
"გამარჯობა.
მე დანიელი ვარ, დედიკოს, მამიკოს და დაიკოს ახდენილი ოცნება.
ჩემზე ფიქრი იცით რატომ დაიწყეს დედიკომ და მამიკომ? - იმიტომ, რომ უსაზღვროდ თბილი დაიკო მყავს და მისი პატარა და კეთილი გული ვერ იტევდა იმ უსაზღვრო სიყვარულს და სითბოს, რაც მას მშობლებმა და სრულიად სამყარომ აჩუქა.
ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ვჭირდებოდი მე - გოლიათი ძამიკო დანიელი, რომელსაც გაუზიარებდა თავის გულწრფელ გრძნობებს. ამას მაშინ ვხვდები, არაამქვეყნიურად შეყვარებული თვალებით რომ მიყურებს.
ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში დაიწყო, ბევრს უყვებოდნენ ჩემს შესახებ და თავიდანვე იცოდა, რომ მე მისი საჩუქარი ვიქნებოდი, სინამდვილეში კი ის არის ჩემი უდიდესი საჩუქარი და როდესაც დიდი ვიქნები ვიცი, რომ ყველაზე მეტად ნიაკოთი ვიამაყებ.
რაც შემეხება მე, ძალიან სწრაფად ვიზრდები, ვცდილობ დავეწიო ჩემს დაიკოს. მშვიდი და სერიოზული ვარ, როგორც უმცროს ძმას შეეფერება.
ნიაკოს შემდეგ ყველაზე მეტად ჭამა და ძილი მიყვარს.
ვიცი, გაინტერესებთ მაქვს თუ არა ნიაკოსნაირი თვალები - კი, ზუსტად მისნაირი ლურჯი და უძირო თვალები მაქვს".
თეკლა ჟვანია