რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან დღეს "ლამბადას" პატარა გმირები
რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან დღეს "ლამბადას" პატარა გმირები
ვის არ ახსოვს ცეცხლოვანი" ლამბადა" და კლიპში მოცეკვავე საყვარელი ბავშვების წყვილი. შავკანიანი ბიჭისა და ქერა გოგონას მონაწილეობით კლიპის კადრებმაც მართლაც რომ პლანეტა დაიპყრო. როგორ წარიმართა ამ პოპულარული ბავშვების ბედი, ვინ იყვნენ ისინი და როგორები არიან დღეს?

mshoblebi

ჯგუფ "კაომას" მიერ შესრულებული "ლამბადა" შესაბამისი კლიპით ეკრანებზე 1989 წელს გამოჩნდა. მისი წარმატება მართლაც ელვისებური სისწრაფით განვითარდა. მაყურებლის განსაკუთრებული ემოციები კლიპის მთავარ გმირებს -  მოცეკვავე ბავშვების წყვილს ერგო.
ამ დროს ბიჭუნა ჩიკო 10 წლის, მისი პარტნიორი რობერტა კი 12 წლის იყო. ცეკვა "მატჩიში", რომლის
მოტივებზეც შეიქმნა "ლამბადა" ყველაზე სექსუალურ ცეკვად ითვლება ბრაზილიაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე კი მისი შესრულება საერთოდ აკრძალული იყო.
Kaoma - Lambada (Official Video) 1989 HD on Make a GIF
ამ ცეკვის შემსრულებელმა ბავშვებმა ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილ ვარსკვლავებად გაიღვიძეს. ჩიკოს ნამდვილი სახელი ვაშინგტონ ოლივეირაა, გოგონა კი რობერტა დე ბრიტოა. ორივე ბრაზილიელია.
mshoblebi

კლიპის წარმატების შემდეგ პროდუსერებმა მათ ცალკე დუეტის შექმნა ურჩიეს, რომელსაც "ჩიკო და რობერტა" დაარქვეს. 1990 წელს პირველი ალბომიც გამოუშვეს. რა თქმა უნდა, პრესას რობერტას გარეგნობა არ გამორჩენია და მისმა თამამმა ფოტოებმა ყვითელი პრესის ფურცლები დაიპყრო.

mshoblebi

დუეტისთვის სიმღერებს ლაოლვა ბრაზი, თავად "ლამბადას" შემქნელი უწერდათ. ალბომი წარმატებით გაიყიდა და ფრანგული ჩარტების სათავეშიც მოექცა. თუმცა ეს წარმატებული მომავლის
დასაწყისი არ ყოფილა, მხოლოდ წარმატებული წარსულის გამოძახილი იყო. რობერტა გაიზარდა და მიხვდა, რომ მუსიკა სულაც არ იყო მისი მოწოდება, ამიტომ სხვა საქმებს მოჰკიდა ხელი. იგივე მოხდა ჩიკოს შემთხვევაშიც.

mshoblebi
რას საქმიანობენ ისინი ახლა? სხვათა შორის, ჩიკო სასულიერო პირი გახდა და პროტესტანტულ ეკლესიაში მსახურობს ქალაქ პორტე სეგუროს მახლობლად. რობერტა კი ვეტერინარი გახდა. აი, ასე გამოიყურებიან ისინი დღეს. შეძლებდით მათი სახეები ცნობას?
mshoblebi

ბევრს აინტერესებდა, გაჩაღდა თუ არა მათ შორის რომანი? ამაზე არავინ არაფერს ამბობს, თუმცა ფაქტია, რომ ერთმანეთზე არ დაქორწინებულან. ორივემ თავიანთი ოჯახი შექმნა და შვილებიც ჰყავთ.

mshoblebi
რობერტა თავის შვილებთან ერთად
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ჯგუფი "კაომა" ლამბადას გამო პლაგიატში დაადანაშაულეს და დანაშაული დაუმტკიცეს კიდეც. ჯგუფმა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა გადაიხადა. სიტყვა "ლამბადა" მხურვალე კოცნას ნიშნავს, თავად ცეკვა კი  კარიმბოს, ფორროსა და მატჩიშის მოტივებზე შეიქმნა. ეს უკანასკნელი სექსუალური ხასიათის გამო აკრძალულიც იყო.
სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ლოალვა ბრაზი 2017 წელს 63 წლის ასაკში გამოასალმეს სიცოცხლეს. პოლიციის ვერსიით, მოტივი ძარცვა იყო - პოლიციას სახლიდან წაღებული დახვდა 4 ათასი, დოლარი, ფაიფურის ჭურჭელი და პლატინის დისკი, რომელიც მომღერალმა "ლამბადას" შესრულებისთვის მიიღო.
mshoblebi

4421
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი