"დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი ვე­რა­ვინ ვერ გა­ზო­მა ჯერ! ის ლოც­ვა­სა­ვით აღ­წევს ყველ­გან და მე­ტია ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე" - ეკა ბესელია
"დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი ვე­რა­ვინ ვერ გა­ზო­მა ჯერ! ის ლოც­ვა­სა­ვით აღ­წევს ყველ­გან და მე­ტია ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე" - ეკა ბესელია
იურისტი და პოლიტიკოსი ეკა ბე­სე­ლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უფროს შვილს - 29 წლის რატი მილორავას უძღვნის:

"იშ­ვი­ა­თად ვწერ პი­რად ემო­ცი­ებ­ზე სა­ჯა­როდ, რო­გორც წესი სა­კუ­თარ სივ­რცე­ში ვაქ­ცევ და ვუფრ­თხილ­დე­ბი. რა­ტი­საც არ უყ­ვარს სა­ჯა­რო­ო­ბა, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მო­მინ­და ასე მი­ვუ­ლო­ცო მისი დღე. ლა­მის ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ...

უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­სა­ხუ­რი, რთუ­ლი წლე­ბი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ იმის გამო, რომ სხვე­ბის შვი­ლებს სა­ჯა­როდ ვი­ცავ­დი და ძა­ლა­დო­ბას ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი - წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჩემი გა­ჩე­რე­ბა და დას­ჯა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს ჩემი შვი­ლის მი­მართ საფრ­თხის შექ­მნით. არა­ერ­თხელ გახ­
და უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლი და 16 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლით გა­მოგ­ვცა­დეს მთე­ლი ოჯა­ხი... ეს იყო ენით აუ­წე­რე­ლი სი­სას­ტი­კე...
არა­სო­დეს და­მი­ხე­ვია უკან არც მე და არც ჩემს ოჯახს! არა­სო­დეს უთ­ქვამს - "დედა, შე­ვეშ­ვათ ამ ბრძო­ლას...".. მისი დაც­ვით ვცდი­ლობ­დი სხვა დე­დე­ბის გამ­ხნე­ვე­ბას და ამ ბრძო­ლა­ში ში­შის და კომ­პრო­მი­სე­ბის და­მარ­ცხე­ბით ვა­მარ­ცხებ­დით უსა­მარ­თლო­ბას...
ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ, ბევ­რი რამ და­აბ­რა­ლეს რა­ტის, ბევ­რი რა­მის გავ­ლა მო­უხ­და, მაგ­რამ რო­გორც მის­მა ნანა მას­წავ­ლე­ბელ­მა (ნანა ჩა­ჩუ­ამ) და­წე­რა - "რატი იქ დგას, სა­ი­და­ნაც კა­ცე­ბი მო­დი­ან..."

გან­საც­დე­ლებ­მა გა­ზარ­დეს მე­ტად და გა­აძ­ლი­ე­რეს... რთუ­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლია ამის და­წე­რა... უნდა მი­უ­ტე­ვო - ეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლია, თუმ­ცა რთუ­ლია და­ი­ვი­წყო ის, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს და
სა­თუთს ასე ეხე­ბა...

მე კი ამ გა­სა­ო­ცა­რი ტკი­ვი­ლით და დე­დის გა­მო­უთ­ქმე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ სხვი­სი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვით იცავ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რომ­ლი­თაც შენ­მა შვილ­მაც უნდა იცხოვ­როს! მინ­დო­და და ვერ ვი­პო­ვე გია ჯა­ჯა­ნი­ძის სი­ურპრი­ზად ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ რა­ტის­თან 2017 წელს, რო­მე­ლიც უთ­ბი­ლე­სი იყო და მხო­ლოდ იმი­ტომ და­არ­ღვია რა­ტიმ სა­ჯა­რო­ო­ბის დუ­მი­ლი, რომ ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლი მო­ე­ტა­ნა...

გი­ლო­ცავ, დე, შენს დღეს! დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი ვე­რა­ვინ ვერ გა­ზო­მა ჯერ! ის ლოც­ვა­სა­ვით აღ­წევს ყველ­გან და მე­ტია ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე".

რატის გარდა, ეკა ბესელიას უმცროსი ქალიშვილიც ჰყავს - ლიზი გუბელაძე.
mshoblebi
1797
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი