როგორ გიჭირავთ ჭიქა? - თურმე ეს თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს
როგორ გიჭირავთ ჭიქა? - თურმე ეს თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს
ადამიანის ხასიათი უმცირეს დეტალებშიც კარგად ვლინდება. გარკვეული მანერების წყალობით, დაკვირვებული თვალი ადვილად ამოიცნობს ადამიანის ბუნებას. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ საკმარისია, ადამიანს შესთავაზოთ ჭიქა ჩაი, შემდეგ დააკვირდეთ, როგორ უჭირავს ფინჯანი და ძირითად შტხრიხებში მიხვდებით, რა ტიპის ადამიანი ზის თქვენ წინაშე.

1. აპრეხილი ნეკა თითი

ასე უჭირავთ ფინჯანი თავდაჯერებულ ადამიანებს, ვინც ბოლომდე დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და კომპრომისებზე წასვლა არ უყვართ. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ მიზანს. სტრესულ სიტუაციებში ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებენ. მეგობრებსა და კოლეგებს შორის ძალიან დაფასებულები არიან.

2. ორი ხელით


ამ
ადამიანებს დიდი გული და კეთილშობილი სული აქვთ. ყოველთვის გვერდით არიან, რათა მოგისმინონ და მხარში ამოგიდგნენ. მათ ერთგულებას საზღვარი არა აქვს. ყოველთვის შეგიძლია დახმარებისთვის მიმართო და არ შეგეშინდება, რომ უარით გამოგისტუმრებენ.

3. ჭიქის ყური მუჭში

პრაგმატული ადამიანია, რომელსაც ცხოვრების ყველა ეტაპი დაგეგმილი აქვს. ყოველი წუთი დეტალებში აქვს გათვლილი. გულჩათხრობილს ვერ დაარქმევ, მაგრამ გულის გადაშლაც არ სჩვევია. თუმცა ემოციების შეკავება მათთვის საკმაოდ სტრესის მომტანია.

4. ჭიქა ხელისგულზე

ამ ადამიანების დევიზია: "წინდახედული კაცი ღმერთსაც უყვარდაო". ეს ადამიანები სუპერმარკეტში რომ შედიან, იქედან უამრავ ისეთ ნივთს გამოიტანენ, რომლებიც მხოლოდ "ყოველი შემთხვევისთვის" სჭირდებათ. უყვართ, როცა მათ ირგვლივ ყველაფერი პრაქტიკული, ხარისხიანი და უსაფრთხოა.

5.
ყური მუჭში, ფსკერი - ხელისგულზე


ამ ადამინებს, რასაც ჰქვია, მზე და მთვარე ამოსდით ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე. მხოლოდ მათ წრეში გრძნობენ თავს ბედნიერად და კომფორტულად. ამასთანავე ძალიან თავდადებული მეგობრობაც იციან. ხშირად ახასიათებთ ნოსტალგიური განწყობა და ზოგჯერ რეალობასაც გაურბიან.

6. ჭიქა თითებს შორის

არასტანდარტული შემოქმედებითი პიროვნებები არიან, რომლებიც ცხოვრების დინებას მიჰყვებიან. მსუბუქად აღიქვამენ მოვლენებს, თუმცა სხვების მიმართ პატიოსნები და გახსნილები არიან. როგორ წესი, გრანდიოზული გეგმები აქვთ ცხოვრებაში, რომლებსაც მთლად რეალურსაც ვერ უწოდებ.


839
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი