დღეს 20 წლის ტორი უაიტი ძალიან ლამაზი გოგონაა და საკმაოდ პოპულარული სოციალურ ქსელში. არადა წლების წინ, სულ სხვანაირად გამოიყურებოდა.
მოზარდობის წლებში უკვე ატარებდა ძალიან დიდი ზომის ტანსაცმელს და ჩვეულებრივი სიარულის დროსაც კი პრობლემები ჰქონდა. ადრეული ასაკიდან იტანჯებოდა სიმსუქნით და მუდმივად განიცდიდა გარშემო მყოფთა დაცინვებს და კრიტიკას.
"არასდროს მიგრძნია თავი საზოგადოების ნაწილად. ჩემ გარშემო გოგოები სულ ბიჭებსა და ტანსაცმელზე ლაპარაკობდნენ, მე ფიქრადაც ვერ ვუშვებდი მსგავს რამეს", - იხსენებს ტორი.
დიდხანს მიაჩნდა თავი უიღბლოდ და უბედურად. თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, ეცადა და შეცვლილიყო.
მკვეთრად შეამცირა საყვარელი კერძების დოზები, უფრო ცოტ-ცოტას მიირთმევდა, ბევრს მოძრაობდა, ვარჯიშობდა - სპორტული დარბაზის მუდმივი სტუმარი გახდა.
2 წელიწადში მოახერხა რამდენიმე ათეული კილოგრამის დაკლება. ახლა პატარა ზომის ტანსაცმელს ატარებს და ამაყობს თავისი ნებისყოფით.
რა თქმა უნდა, წონა უკვალოდ არ გამქრალა, დატოვა ბევრი სტრია და დაკიდებული კანი მუცელზე, მკერდსა და თეძოებზე. ადრე ტორის ერიდებოდა ამ ადგილების და ფოტოებზე ფარავდა, ახლა კი მათაც უჩვენებს საზოგადოებას. სურს, მსგავსი პრობლემების მქონე გოგონებისთვის სტიმულად იქცეს.
უკვე სილამაზის კონკურსში მონაწილეობაც გადაწყვიტა და "მის ლივერპულის" შესარჩევ ტურზე ჩაეწერა - უნდა ყველას დაუმტკიცოს, რომ შეიძლება, იყო ლამაზი და თავდაჯერებული, თუნდაც ნაკლოვანებებით, მთავარია იმუშავო საკუთარ თავზე და არ დანებდე.