"ახლა უფრო ბედნიერი ვარ!" - მიშა ანდღულაძის ცხოვრება განქორწინების შემდეგ
"ახლა უფრო ბედნიერი ვარ!" - მიშა ანდღულაძის ცხოვრება განქორწინების შემდეგ
"კომედი ჯგუფის" მსახიობი და სცენარისტი - მიშა ანდღულაძე ძირითადად, მარტო ცხოვრობს. კარანტინის პერიოდში, წიგნის წერაც დაასრულა, რომელზეც 2 წელი მუშაობდა. განქორწინებულია, თუმცა ეს შვილთან ურთიერთობაზე არ ასახულა: 10 წლის მოსეზე დედაც და მამაც აქტიურად ზრუნავენ... მიშას არც ის დაუმალავს, რომ ამჟამად, მის პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი არსებობს...


- კარანტინის პერიოდში, ჩემთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, პირიქით - ეს "მეორედ მოსვლა" ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუ იმ მძიმე ვითარებას არ ჩავთვლით, რაც ადამიანებს თავს დაატყდათ... წინათ თუ საკუთარი საქმეებისთვის დრო არ მყოფნიდა, კარანტინის პერიოდი
ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა. წიწიბურისა და მაკარონის კიდევ 1 თვის მარაგი თუ მექნება, კარანტინის კიდევ ერთი თვით გაგრძელება მაწყობს - რაღაც საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე... თან, ბოსტანიც მაქვს. მოსავალიც წამომეწევა... კორონავირუსის გავრცელებამდე ე.წ. "A" ტიპის ვირუსი მქონდა, რის გამოც 2 კვირა სახლში ვიყავი. ჯანმრთელობის ამ სიმძიმის მიუხედავად, სახლში ყოფნა ჩემთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუნდაც იმის გამო, რომ 1200-გვერდიანი წიგნი "ზურგზე დავაგდე". ვფიქრობ, როგორც კი რედაქტირებას გაივლის, მალევე გამოვცემ. წიგნს 2 წელი ვწერდი. კორონავირუსმა საშუალება მომცა, დამესრულებინა. წიგნის დაწერის სურვილი ბევრად ადრე გამიჩნდა. ამის მიზეზი ბევრია: გარემო, პირადი გამოცდილება, ძიება... თან, ჩემი პროფესია ამ საქმესთან ახლოსაა:
15 წელია, სცენარისტად და მსახიობად ვმუშაობ. წიგნის წერა ჩემთვის რაღაც ახლის მოსინჯვაა. მწერლობაზე პრეტენზია არ მაქვს...
mshoblebi

- კარანტინს ვისთან ერთად ატარებთ?

- შვილთან, საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ერთად... ძირითადად, მარტო ვცხოვრობ. უმეტეს დროს მარტო ვატარებ, რათა დაგეგმილი საქმის გაკეთება მოვახერხო.
რაც დრო გადის, ჩვენი შვილის ცხოვრებაში მშობლები უფრო მეტად ჩართულები ვართ. 10 წლის მოსე გარკვეულ პერიოდს ჩემთან ატარებს, გარკვეულს - დედასთან. შეიძლება, სადმე ერთადაც შევიკრიბოთ ხოლმე...

- შვილის ონლაინგაკვეთილებს თვალყურს ადევნებთ?

- კი, 1-2 მასწავლებელიც გავიცანი და არასწორი, "ნერვატული გამოხტომის" ფაქტზეც გამოვიჭირე, რაც მისთვისაც და ჩემთვისაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ასე რომ, რაღაც დადებითი მხარე ონლაინგაკვეთილებსაც აქვს: შეიძლება, მშობელმა მასწავლებელში ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინო, რადგან რეალურად, ჩვენ ხომ არ ვიცით, მასწავლებლები როგორ იქცევიან, რა ფრაზებით სარგებლობენ, როცა გაკვეთილის მსვლელობისას ბრაზდებიან? თურმე, მეტი კონტროლი გვჭირდება - საკუთარი თავისაც, მასწავლებლებისაც და ბავშვებისაც. განაგრძეთ კითხვა
2365
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი