ტელეწამყვან მარიამ სანოგოს და მის მეუღლეს გიორგი ლაშქარაძეს პატარა ზუკა ჰყავთ, რომელიც თებერვალში გახდა 1 წლის. უკვე ფეხიც აიდგა და ზუკამ ცელქობაც დაიწყო.
ცელქობის ამსახველი ფოტო მარიამმა სოციალურ ქსელში გაავრცელა - მიუხედავად იმისა, რომ ნივთები აქეთ-იქით მიმოეფანტა და კარგადაც დასვრილიყო, პატარა ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა.
"ძალიან ბედნიერია", - წერს მარიამი ინსტაგრამზე.
მარიამი რა ხანია, სამუშაოზეც გავიდა, კვლავ ამინდის პროგნოზი მიჰყავს და მშვენიერ ფორმაშია.