7 წლის ნატალია ბლიაძეს 28 მაისს ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და ტკივილებისგან აგიჟებს ბავშვს. როგორც მისი ახლობლები და გულშემატკივრები გვიამბობენ, ძვლები ეშლება და მარჯვენა ფეხი მოტყდა თავისით.
სრულიად ჯანმთელი ბავშვი იყო, არაფერი აწუხებდა მანამდე. სისუსტე რომ დაეწყო, გლანდების პრობლემა ეგონათ, მაგრამ ფეხი რომ მოტყდა უცებ, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, დამატებითი ანალიზები გაუკეთეს და სარკომა დადგინდა 28 მაისს - სარკომა ძვლებს შლის.
არის დაავადება, როდესაც გაქვს დრო, რომ თანხა შეაგროვო, მაგრამ სარკომა ძალიან ვერაგი დაავადებაა, არ გავძლევს დროს - რამდენიმე დღეში უნდა შეგროვდეს თანხა, თორე დავაგვიანებთ მერე...
საქართველოში ექიმები ხელს არ კიდებენ მძიმე მდგომარეობის გამო, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის და გერმანიის კლინიკებთან, რომელიც პირველი იქნება მზად, რომ მიიღოს ბავშვი. 180.000 ევროზე მეტია, რასაც ამ დროისთვის ამბობს კლინიკა.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის,მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის - 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი)
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი: TBCBGE22
GE34TB7319436080100002 GEL
GE78TB7319436180100002 USD
GE08TB7319436180100001 EUR
საქართველოს ბანკი:
BAGAGE22 GE10BG0000000667885400 GEL
GE10BG0000000667885400 USD
GE10BG0000000667885400 EUR
მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი. დანიშნულებაში მიუთითეთ: ნატალის გადასარჩენად