ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ნუკი კოშკელიშვილმა ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"მსოფლიო დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მე კიდევ მგონია, რომ დღევანდელი დღე ყველასია!! ჩემში, შენში, ყველაში ცხოვრობს ბავშვი. მე ჯერაც ვერ ვიაზრებ, რომ მალე 30 წლის ვიქნები, ჩემს წარმოსახვაში, აი ჰა და ჰა 21 წლის ვარ და ფიქრებით თითქოს უფრო მოსაწყენი, მაგრამ კვლავ 14-16 წლის ბავშვი. ნეტავ შეიძლებოდეს ბავშვობაში დაბრუნება! არასდროს გენატრებათ? ან არ გქონიათ მომენტი, როცა ცდილობთ კარგად გაიხსენოთ ბავშობის მოგონებები, რომ არ დაგავიწყდეთ. თუ ჩემსავით პიტერ პენები არ ხართ და თქვენში ღრმად თქვენი პატარა თავი არ ცხოვრობს, მაშინ თქვენს შვილებს, დებს, ძმებს ვულოცავ დღევანდელ დღეს!"