ნიკა წულუკიძეს, ვინც კი ერთხელ გასაუბრებია, მისი მშვიდი, დამაჯერებელი ტონი და ცოდნა ხელოვნების მიმართ, არასდროს დაავიწყდება.
გარდა იმისა, რომ ნიკა კარგი თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი და ადამიანია, მზრუნველი მამაცაა.
ნიკა და მისი მეუღლე, თეკლა კოსტავა, გოგონას მშობლები არიან. მათი სესილი 6 წლის გახდა. კოვიდ 19-ის გამო მშობლებმა სესილის "იზოლირებული" დაბადების დღე გადაუხადეს. ზღაპრის გმირებმა და საზეიმოდ მოწყობილმა ეზომ სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. სესილის დაბადების დღის ამსახველ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ნიკას მეუღლე ორსულადაა, წყვილი მეორე შვილის მოლოდინშია. საოჯახო ფოტოები ნიკამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
თეკლა ჟვანია