თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე შენობების მინები ჩაიმსხვრა.
გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავდა "ეკო გაზის" თანამშრომელი, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლები შიშით გარეთ გამოვიდნენ, ბევრს ჰქონდა შეგრძნება, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელმაც "რუსთავი 2"-თან საუბარში აფეთქების მომენტი გაიხსენა:
"ამ გაზგასამართი სადგურის უკან კორპუსში ვცხოვრობ, ახალი გადმოსული ვარ და ხედავთ, რამდენი ახალაშენებული კორპუსია ირგვლივ. ახლა ეთერში ვართ და მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ეხება, მიაქციოს ყურადღება, რადგან ეს გაზგასამართი სადგური იდგა ზუსტად კორპუსების შუაში. იქნებ მიაქციონ ყურადღება, ვის მოუვიდა აზრად გაზგასამართი სადგური ამდენ კორპუსს შორის ჩაედგა, წარმოუდგენელია.