„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ
„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

ბავშვთა დაცვის დღეს მსოფლიო აღნიშნავს და ყველა ცდილობს, პატარები განსაკუთრებით გაახარონ. ამ დღეს ოჯახებსა და საზოგადო ადგილებში ზეიმია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, ასევე განუკურნებელი სნეულებით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. ამას კი, როგორც წესი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ხშირად აკეთებენ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან.
ამჯერად ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სათამაშოების მაღაზია „პეპელა“, წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ გაერთიანდენენ. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ იაშვილის კლინიკას, სა
დაც ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს საკუთარი ბიბლიოთეკა და სამუშაო ოთახი აქვთ. საერთო ჯამში კლინიკაში 45–მდე ბავშვია, რომლებიც ამ განუკურნებელ დაავადებას ებრძვიან. მათ საჩუქრად წიგნები და სათამაშოები, ასევე „ლიბეროს“ საფენები და სველი ხელსახოცები გადაეცათ.
mshoblebi
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი სათამაშო ყველა ბავშვს ჰქონდეს. ბავშვთა დაცვის დღეს კი გადავწყვიტეთ ონკოლოგიური სნეულებით დაავადებული ბავშვები გაგვეხარებინა. მათ ასაკის შესაბამისი სათამაშოები მოვუტანეთ. თუმცა ამას არ აქვს ერთჯერადი სახე. ვცდილობთ, მუდმივად გვერდში დავუდგეთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება,“ – აცხადებენ „პეპელაში“.
რაც შეეხება ბავშვთა დაცვის დღეს, მისი დაწესების იდეა ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გაჟღერდა და მაშინ დადგინდა 1 ივნისიც. საბოლოოდ კი ამ დღესასწაულის არსებობა განმტკიცდა მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
44
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი