რუსული შოუბიზნესის გამორჩეული წყვილი ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ქართულ აუდიტორიაშიც დიდ ინტერესს იწვევს. ისინი ორ შვილს ზრდიან და ბევრის გასაკვირად, საკმაოდ მტკიცე ოჯახი შექმნეს. სოციალურ ქსელებში ალასა და გალკინის ოჯახური ვიდეოები ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით მათი შვილების მონაწილეობით - გარი და ლიზა საკმაოდ მხიარული ბავშვები არიან და დადებითი განწყობის შექმნაც კარგად გამოსდით.
ეს ვიდეო ოჯახმა ბავშვთა დაცვის დღეს მიუძღვნა. გარი და ლიზა უფროსებისგან დაცვას ითხოვენ.
კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები განსაკუთრებით ალას კარგ ფორმაში ყოფნას აღნიშნავენ, რაც 71 წლის ასაკში მართლაც რომ შესაშურია.
გარი და ლიზას ონლაინწარმოდგენები კი უკვე იმდენად პოპულარულია, რომ გალკინს ოჯახური თეატრის გახსნასაც ურჩევენ.