მას მერე, რაც მეოთხე შვილის და ნანატრი ბიჭის დედა გახდა, ხატია სიჭინავა აქტიურად წერს ინსტაგრამზე ახალი შეგრძნებების და დედობის შესახებ.
"მეუბნებიან, ხელში არ მიაჩვიო, გატუტუცდებაო... ამის მერე პატარა აღარ მეყოლება, რომელიც ჩემს გულზე ძილის გამო ტირილს დაიწყებს და ლოგინზე გემრიელად ჩემს ხელებში დაიძინებს. არც ისე დიდი ხანი მექნება ეს სიამოვნება. გაიზრდება და რომ ვეხვეწო, ჩემს ხელებში არ და ვერ დავაძინებ. აღარ ჩამეჭიდება სიზმარში შეშინებული და არც ძილში გამიღიმებს, როცა ჩავკოცნი. აღარ ვიქნები მისთვის უკვე ერთადერთი მცველი და იმედი. რომ დამინახავს, ესე უკბილოდ აღარ გამიღიმებს მალე. გაიზრდება და ყველა ეს მომენტი გაქრება... ამიტომ იყოს ტუტუცი. მეტკინოს წელი და ნაკერები და ეძინოს ჩემს გულზე, სანამ დაეტევა..."
ეს პოსტიც პატარა მიქაელს ეძღვნება:
"არ ვიცი როგორ შეცვლის ჩემს ფსიქოლოგიას დრო და წლების მიერ გაასმაგებული სიყვარული... იქნებ გავსულელდე და შენს პირადში შემოჭრაც ვცადო. იქნებ მომინდეს, რომ მარტო ჩემი იყო და ყველა წუთი და საათი გაგახსენო დაბადებიდან ზრდასრულობამდე. მართლა ასე თუ გადავირიე, აქ დავტოვებ ამ პოსტს, რომ შევახსენო ჩემს თავს, შენ ჩემი საკუთრება არა ხარ... შენ უბრალოდ მფარველ ანგელოზად ჩვენ აგვირჩიე, მაგრამ დამოუკიდებელ პიროვნებად იზრდები... სანამ ჩვილი ხარ, მე დაგიფრთხობ ცუდ სიზმრებს, ძილში რომ გატირებს და ჩაგკოცნი, როცა ძილში გაიცინებ. მერე გაიზრდები, გზაზე დაგაყენებ და ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ხელს გაგიშვებთ, რომ შენც შექმნა მამასავით წარმატებული კარიერა და ჩვენსავით ტკბილი ოჯახი.
რაც შემეხება მე, პირობას გაძლევ ჩემს ეგოიზმს ჩემთვის შევინახავ. მიყვარხარ, დედი".