ეს ბუკა ხარაზიშვილის პოსტია, სამი შვილის დედის, რომელმაც საჯაროდ გადაუხადა მადლობა თავის დედამთილს და ბავშვების ბებიას, დახმარებისთვის. როგორც ბუკა ამბობს, დატვირთული გრაფიკის გამო, თავად ვერ ახერხებს არდადეგების ბავშვებთან ერთად გატარებას და ისინი ძირითად დროს ბებიასთან ატარებენ ხაშურში, ამ სახლში. დედამთილისთვის საჯაროდ გადახდილ მადლობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"ეს ის ადგილია, სადაც ოჯახის ყველა წევრი ხალისიან და საინტერესო ზაფხულს ვატარებთ, სადაც ყველა ბედნიერი ვართ...
ექვსი წელია ზაფხულის ცხელ დღეებში ტრადიციულად ბებო (ჩემი დედამთილი) შვილიშვილებთან ერთად არის გამუდმებით, ყველაზე ხალისიან და საინტერესო არდადეგებს ჩემი შვილები (სამი ქალიშვილი) სწორედ აქ ატარებენ. ბებო შვილიშვილებისთვის ძალას არ იშურებს, ოჯახის მთელი საზრუნავი აქვს აღებული საკუთარ თავზე - კვება, მოვლა, სწავლა და ა.შ. უდიდეს ენერგიას ხარჯავს,რომ ბავშვებს შეუქმნას ხალისიანი განწყობა და ჰქონდეთ ჯანსაღი კვება!
ყველა ასეთი დედამთილი და ბებო არის გმირი!"