თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის ლექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი და მხატვარი ინგა მილორავა გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი და მეგობრების ბრძოლამ სასწაული ვერ მოახდინა და ვერ გადარჩა.
შეგახსენებთ, მისი მდგომარეობა დამძიმდა ოპერაციის შემდეგ, განვითარდა სეფსისი და ის რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძოდა.