"ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ, როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?" - ლენოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
"ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ, როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?" - ლენოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
დღეს შესრულდა ერთი წელი მას მერე, რაც ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილმა, ლენო გვარჯალაძემ სიცოცხლე თვთიმკვლელობით დაასრულა. ეს მშობლების ჩანაწერებია, რომლებიც ამ დღეს მიუძღვნეს:

ლულუ კახიანი:
"ყველაზე საშინელი დღე დადგა.
იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე "მეც, დე". და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი... მაპატიე, ლენო...
ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ, როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?
რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება.
თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.
ჭრილობა მოუშუშებელია.
ტკივილი მოუნელებელი.
სიცარიელი ამოუვსებელი.
დრო არ კურნავს.
დრო გაჩერდა.
ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ...
You are in my head all the time and in my heart forever my sweet baby".
mshoblebi
გიორგი გვარჯალაძე:
"რა მალე გავიდა ერთი წელი თქო, ნინის ვუთხარი დღეს. არა, ჩემთვის არ გავიდა მალეო. არაფერს ვგრძნობ, აღარც ტკივილს, ცარიელი ვარ, აღარ ვარსებობ."

თეკლა ჟვანია

alt"ლენო, მინდოდა საუკეთესო ცხოვრება გქონოდა, ჩემზე მაგარი მინდოდა ყოფილიყავი და ჩემზე ძლიერიც..." - ლულუ კახიანის წერილი გარდაცვლილ შვილს


6284
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
gevedrebi
1
ამ კაცის სიბრაკულიტ ქვაც კი ტირის! მე ვუტხარიო ხი მიდი გსდახტიო, ის კი მარტლა გადახტა! რას წარმოიდგინდა ...საბრალო მშობლები როგორ გაწირა ! როგორი ეგოისტობა! ამას იმსახურებდნენ შენი მშობლები ასე რგორ გაწირე ლენო?! სამოტხე ჯოჯოხეტად როგორ უქციე?! უფალმა გაზლება მისცეს ! უფალო ნურეც მშობელს ნუ მოასწრებ შვილის წინ წასვლას, გევედრები! ჯერ ჩვენ და მერე 100წლ მერე ისინი!
12:45 / 05-06-2020
გიო
2
სამწუხაროა ძალიან,მარა არაფერს რომ არ აკლებ და ყველამხრივ თავიუფალია მოზარდი სწორედ მაშინ უშვებთ უდიდეს შეცდომას,ბავშვი უნდა გყავდეს ყოველთვის გამობმული კალთაზე,ზედმეტი თავისუფლება დამღუპველია.
03:39 / 05-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი