დღეს შესრულდა ერთი წელი მას მერე, რაც ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილმა, ლენო გვარჯალაძემ სიცოცხლე თვთიმკვლელობით დაასრულა. ეს მშობლების ჩანაწერებია, რომლებიც ამ დღეს მიუძღვნეს:
ლულუ კახიანი:
"ყველაზე საშინელი დღე დადგა.
იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე "მეც, დე". და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი... მაპატიე, ლენო...
ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ, როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს?
რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება. თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი.
ჭრილობა მოუშუშებელია.
ტკივილი მოუნელებელი.
სიცარიელი ამოუვსებელი.
დრო არ კურნავს.
დრო გაჩერდა.
ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ...
You are in my head all the time and in my heart forever my sweet baby".
გიორგი გვარჯალაძე:
"რა მალე გავიდა ერთი წელი თქო, ნინის ვუთხარი დღეს. არა, ჩემთვის არ გავიდა მალეო. არაფერს ვგრძნობ, აღარც ტკივილს, ცარიელი ვარ, აღარ ვარსებობ."
თეკლა ჟვანია