ნიგერიის ტერიტორიაზე მდებარე ოიოს სახელმწიფოს მეთაური მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. უფრო სწორად, სოციალურ ქსელში განთავსებულმა მისმა ოჯახურმა ფოტოებმა მიიპყრო ყურადღება. ოიოს 81 წლის მეფე ლამიდი ადეიემ III უმცროს ცოლთან, ანუოლუვაპოსთან ერთად პოზირებს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 22 წელი.
ფოტოები გოგონამ თავად გამოქვეყნა და საკუთარ თავს დაბადების დღე მიულოცა. თავად მეფე ფლობს თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიებს და რამდენად იხედება სოციალურ ქსელებში, არავინ იცის.
"ჩემი ცხოვრების წიგნის ახალი და მშვენიერი თავი დაიწყო. მადლობას გიხდი, ღმერთო, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, რომ ვსუნთქავ და ვარსებობს, მადლობა ჩემი არაჩვეულებრივი ოჯახისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის, კეთილიმსურველებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ადეიემ III-ს, რომლის გვერდით სწავლას განვაგრძნობ. ის ამბობს, რომ ადამიანი მიზნის გარეშე იგივეა, რაც გემი საჭის გარეშე. დაე, დიდხანს იმეფოს თავისი წინაპრებისგან ნაბოძებ ტახტზე. მინდა, რომ ამ წელმა ახალი შესაძლებლობები მომცეს და ახალი მწვერვალებისკენ მიბიძგოს. ვულოცავ ჩემს თავს დაბადების დღეს!" - წერს ანუოლუვაპო ინსტაგრამზე.
წყვილი რამდენიმე წელია დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავთ. ანუოლუვაპო ოიოს მეფის მე-13 ცოლია. პირველი ცოლი მეფემ ახალგაზრდობაში საქმიანი გარიგებით შეირთო, რათა ტახტის მიმართ მტრულად განწყობილი ოჯახები თავის მომხრეებად ექცია და ძალაუფლება განემტკიცებინა.
დანარჩენი ცოლები უბრალოდ, საჩუქრებია - ლამიდის ისინი სხვადასხვა დროს მეგობრებმა და მდიდარმა ქვეშევრდომებმა აჩუქეს.
იუბილარი და ყველაზე ნორჩი მეუღლე მეფეს თავად გოგონას მამამ, მომავალმა სიმამრმა აჩუქა, რადგან თავის დროზე მეფემ მის ბიზნესს ხელი შეუწყო. იმ დროს ანუოლუვაპო 18 წლის იყო, მეფე კი 77-ის. ერთ წელიწადში მათ უკვე შვილი ეყოლათ.
ანუოლუვაპო ირწმუნება, რომ სიყვარულით გათხოვდა და მინიჭებული პატივის გამო მეფეს მადლობას უხდის. მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, გოგონა ადგილობრივ უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას ეუფლება. თავისუფალ დროს მეუღლესთან და მის ახალგაზრდა ცოლებთან ერთად ევროპაში მოგზაურობს. პაპარაცებს ისინი შოპინგის დროსაც დაუფიქსირებიათ.