ამ ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით გაიგო ფართო საზოგადოებამ და წამიერად პოპულარული გახდა. აკაკი რუსეიშვილი სკოლის მოსწავლეა და გურიაში ცხოვრობს.
პოსტში ვკითხულობთ:
"ანანო გოროზიას მადლობა ამ საოცარი ფოტოსთვის! ნებართვა აღებულია ბიძიებიდან, მეზობლებიდან, მეგობრებიდან და მშობლებიდანაც...
ეს ბავშვი შემხვდა ქუჩაში, მეგობრებთან ერთად თამაშობდა... იმდენი ვუყურე, ბოლოს მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება. უცებ თავში შემოირტყა ხელი და ჩაილაპარაკა როგორც ძირძველმა გურულმა: "ამ კვირაში უკვე მეოთხეჯერ მიღებენ ფოტოს და ამფერი ბაღანაი აქანე უნდა ვაგორებდე ბურთსო?!" შემომხედა და ერთი, ორი, სამი... მიიღო პოზა. ჩვეულებრივად შემიყვარდა!"
აკაკი დედ-მამასა და ორ ძმასთან ცხოვრობს. თუმცა ასეთი ხუჭუჭა და ჟღალთმიანი მხოლოდ თვითონ არის.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, აკაკი ბიძას ჰგავს დედის მხრიდან.