მსახიობი ალისია სილვერსტოუნი ხშირად იწვევს საზოგადოების აღშფოთებას თავისი გამონათქვამებით. ჯერ კიდევ 7 წლის წინ გამოაცხადა, რომ ჯერ თავად ღეჭავდა საჭმელს და მერე აძლევდა შვილს - ბეარს.
ახლა კი 43 წლის ვარსკვლავმა საკარანტინე პერიოდზე საუბრისას, ჯერ იმაზე ისაუბრა, როგორ ატარებს დროს 9 წლის ბეართან ერთად, როგორ თამაშობენ ერთად და ბოლოს დააყოლა, რომ ერთად ბანაობენ. "შხაპს ერთად ვიღებთ ყოველთვის. თუ ის არ არის გვერდით, მე დამამშვიდებელ აბაზანას ვიღებ ხოლმე".
გარდა ამისა, ალისიას ბავშვი ვეგანურ დიეტაზე ჰყავს და არც ცრის - ვაქცინაციის წინააღმდეგია.
მსახიობმა შვილი მომღერალ კრისტოფერ ჯარეკისგან გააჩინა. თუმცა ორი წლის წინ მას 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა.