"მისი სილამაზე დროს არ ემორჩილება" - 55 წლის მონიკა ბელუჩის ახალმა ფოტოებმა ფურორი მოახდინა
"მისი სილამაზე დროს არ ემორჩილება" - 55 წლის მონიკა ბელუჩის ახალმა ფოტოებმა ფურორი მოახდინა
კარანტინის პერიოდში 55 წლის მონიკა ბელუჩი - იტალიალი მოდელი და მსახიობი, არც ისე ხშირად ჩნდებოდა ახალი ფოტოებით. ამბობდა, რომ  მთელ დროს შვილებს უთმობდა - 15 წლის დევას და 10 წლის ლეონის. მისი თქმით, ცხოვრების აზრს სწორედ დედობაში ხედავს.

სულ ახლახან კი მისი ახალი ფოტოსესიის ხილვის შესაძლებლობა მიეცა საზოგადოებას და ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მონიკა 55 წლის ასაკშიც უამრავ ახალგაზრდა ვარსკვლავს დაჩრდილავს.
mshoblebi
მონიკა Harper's Bazaar-ის ყაზახური გამოცემისთვის გადაიღო ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა პატრის ვან მალდერმა, რომელიც მონიკას თავის მუზად მიიჩნევს.
mshoblebi
ფოტოები
ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა. თაყვანისმცემლებმაც არ დაიშურეს კომპლიმენტები: "მისი სილამაზე დროს არ ემორჩილება", "ქალის იდეალი", ქალღმერთი" - წერდნენ კომენტარებში.

ერთხელ სილამაზის საიდუმლოზე საუბრისას მონიკამ თქვა: "სილამაზე არ არის დაკავშირებული ბუნებრივ მონაცემებთან. ეს არის ქალურობა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას აირეკლავს. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან, არა იმიტომ, რომ სხვები ამბობენ, თუ რა ლამაზი და მომხიბვლელი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვცხოვრობ ცხოვრებით, რომელიც დამოუკიდებლად ავარჩიე. მე მიყვარს ცხოვრება. ეს ჩემი ყველაზე მთავარი სილამაზის საიდუმლოა".


1409
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
anano
1
დაბადებული 150 სმ, კეხიანი ცხვირით და ელამი თვალებით და მერე გელაპარაკა სილამაზის არაბუნებრივ მონაცემებთან კავშირზე. ადვილია მონიკა ბელჩისთვის ამის თქმა :)
22:25 / 05-06-2020
1
0
ქალღმერთია უდაოდ
17:33 / 05-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი