სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ახლა ცუდ რამეს ვიტყვი და მერე მეჩხუბებიან..." - რას ამბობენ იმნაძე და ზახაშვილი ბავშვების გარეთ გაყვანაზე
"ახლა ცუდ რამეს ვიტყვი და მერე მეჩხუბებიან..." - რას ამბობენ იმნაძე და ზახაშვილი ბავშვების გარეთ გაყვანაზე
"ეცა­დეთ თქვე­ნი ბავ­შვე­ბი ერ­თგვა­რო­ვან გა­რემო­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იყ­ვნენ" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბავ­შვებს ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქონ­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, რის­კი არის და ამ რის­კის სრუ­ლად მოხ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ეცა­დეთ, რომ დის­ტან­ცია იყოს და­ცუ­ლი და თქვენს ბავ­შვს სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­უმ­სუ­ბუ­ქოთ ის გან­ცდე­ბი, რაც თა­ვის ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტის გამო შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ.

ჩვენ ყვე­ლა გან­ვიც­დით ახ­ლობ­ლებ­თან თუ შო­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ციტს.
ეს ექ­ნე­ბათ ბაშ­ვებ­საც, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია რამე და­მა­ტე­ბი­თი რჩე­ვა მოგ­ცეთ და გირ­ჩი­ოთ, რომ ბავ­შვის ურ­თი­ერ­თო­ბა ნე­ბის­მი­ერ უცხო ადა­მი­ან­თან არ მო­ი­ცავს რისკს. ამას ვერ გე­ტყვით.

თქვე­ნი ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბა გინ­დათ, ეცა­დეთ ისი­ნი იყ­ვნენ ერ­თგვა­რო­ვან გა­რე­მოში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია და იცით, რომ არ არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა. განაგრძეთ კითხვა
ბეჭდვა