რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, კადიროვის მეგობარი... - უცნობი ფაქტები ლევ დენგოვზე და მისი ნამდვილი გვარ-სახელი
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, კადიროვის მეგობარი... - უცნობი ფაქტები ლევ დენგოვზე და მისი ნამდვილი გვარ-სახელი
ლევ დენგოვი აქამდე რუსეთში, ბელორუსში, ჩეჩნეთსა და... ლიბიაში იყო საინტერესო პერსონა. ხოლო მას მერე, რაც ქეთა თოფურიასთან გააჩაღა რომანი, უკვე საქართველოშიც ცნობილი გახდა.
თუმცა ძირითადად მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა - რომ ქეთას ახალი მიჯნური ბიზნესმენია. არადა, იმდენად შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს და ისეთი გავლენები, შესაძლოა სულ მალე, კიდევ უფრო დიდ თანამდებობებზე ვიხილოთ რუსეთის ხელისუფლებაში.
mshoblebi
დღეს ლევ დენგოვს მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, დიპლომატს და ბიზნესმენს. რუსეთ-ლიბიის სავაჭრო სახლის მმართველთა საბჭოს თავმჯდომრეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მრჩეველი და ინდონეზიური ენერგეტიკული კორპორაცია "მედკოენერგის" პრეზიდენტი
ლიბიის მიმართულებით. დაკავებულია რუსულ-ლიბიური ურთიერთობებით, არის ფილიპინების სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის მიმართულებით.

მისი ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანდია. 1984 წელს არის დაბადებული ბელორუსის დედაქალაქ მინსკში. ბავშვობა გაატარა ოფელ კრაისკში. მამა მეწარმეობით იყო დაკავებული, დედა კი ხატვის მასწავლებელი გახლდათ სკოლაში. 
რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აკადემია დაამთავრა იურისპრუდენციის განხრით. შემდეგ გერმანიის მაინცის უნვერსიტეტში სწავლობდა.
მცირე ხანს პოპმუსიკითაც იყო დაკავებული - მუსიკალური კოლექტივი "არბატი" შექმნა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ დიდ რუსულ დიასპორაზე იყო გათვლილი. ბენდი კარგად წაიყვანა წინ, გააპოპულარულა და მერე წარმატებით გაყიდა - ასე იშოვა პირველი სოლიდური თანხა. სწორედ ამ თანხით დაიწყო
მისი ბიზნესი. 
mshoblebi
სწავლა არც დაუმთავრებია, რადგან ლიბიაში გაემგზავრა და წამოიწყო საკმაოდ სერიოზული საქმეები.
ლიბიით მის დაინტერესებას ხელი შეუწყო ბელორუსში ლიბიის ელჩის შვილთან მეგობრობამ. სწორედ აქედან გაჩნდა მისი სერიოზული კავშირები ლიბიასთან. ისე, რომ მალე პლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში ძალიან მიღებული პერსონა გახდა.

2008-2011 წელს დააარსა ლიბიურ-ბელორუსული საწარმო, რომელიც ლიბიური კორპორაციისთვის სპორტული შენობა-ნაგებობების მშენებლობითა და პროექტირებით იყო დაკავებული. 2011 წელ მონაწილეობა ლიბიაში აფრიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რომელიც მოგვიანებით ე.წ. არაბული გაზაფხულის მოვლენების გამო გაუქმდა...  

დენგოვი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისაც კარგად იცნობდა და სერიოზული გეგმები ჰქონდა, იმავე ჩემპიონატის ჩათვლით, თუმცა ლიბიაში ამ დროს ნამდვილი ომი გაჩაღდა... 

თუმცა დენგოვმა ამ ომის შემდეგაც მოახერხა მშრალად და წარმატებულად გამოსვლა, ურთიერთობები დაამყარა ლიბიის ახალ ხელისუფლებასთან და რუსეთის მთავარ წარმომადგენლადაც იქცა რუსეთისა და ახალი ლიბიის ურთიერთობებში. კონფლიქტურ სიტუაციებშიც მოხვედრილა, საკმაოდ რთულ გარემოებებში, თუმცა ამბობენ, რომ უშიშარი ადამიანია და ყველასთან ახერხებს დიპლომატიურ ურთიერთობას. 
mshoblebi
ამავე პერიოდში დაუმეგობრდა ჩეჩნეთის ლიდერ კადიროვს და დღეს მისი მრჩეველი და დიდი მეგობარიცაა. 


ლიბიის ამბების შემდეგ დაირქვა ახალი სახელი და გვარი - ლევ დენგოვი და ამბობს, რომ უკვე მამაც კი ლევს ეძახის. 

2017 წელს უკვე რუსულ-ლიბიური სავაჭრო სახლო დააარსა, რომელიც ლიბიაში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის რეალიზებით იყო დაკავებული - იქნებოდა ეს სანავთობე აღჭურვილობები, მარცვლეული კულტურები, საჰაერო ხომალდები, სამედიცინო დანადგარები, სამშენებლო მასაები და სხვა. 

დღესდღეობით ბიზნესს აწარმოებს არა მხოლოდ ლიბიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რიგ ქვეყნებში. 
mshoblebi
საქმეების გამო, ფაქტობრივად ძალიან იშვიათად იყო სახლშ და თვეობით ვერ ხედავდა ოჯახს. ამბობდა, რომ ვერ ათავსებდა ერთმანეთს ოჯახს და საქმეს. ამიტომ იყო, რომ 6-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლს დაშორდა. თუმცა შვილებთან - ლეონიდსა და შოშანთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს... 
mshoblebi
ყოფილი ცოლი ირინა და პაკი და შვილები


მისი გარემოცვა ამბობს, რომ მეორედ არ დაქორწინდება და ზოგადად, ხანგრძლივი ურთიერთობების გაბმასაც არ აპირებდა. თუმცა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა... 

ეს იყო მის დაბადების დღეზე. როცა დღესასწაულს გეგმავდა, ახლობლებსაც ჰკითხა აზრი და ყველა ერთად შეთანხმდა, რომ ჯგუფი "ა-სტუდიო" მშობლებისთვისაც მისაღები იქნებოდა და ახალგაზრდა სტუმრებისთვისაც. კონცერტის შემდეგ კი დენგოვი ჯგუფის ვოკალისტ ქეთა თოფურიასთან მივიდა, რომ ახლოს გაეცნო... მას მერე არც დაშორებიან ერთმანეთს. 
mshoblebi
6278
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
zura
1
კრაკადილი და ლამაზი კაცი :))
00:35 / 08-06-2020
mmmm
0
გვარი დენგოვი - ქართულად ფულიანია?
12:49 / 07-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი