ლარა ფლინ ბოილი 1990-იანების ვარსკვლავია. თავის დროზე ულამაზეს ქალთა შორის ასახელებდნენ, თუმცა წლებია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა - მიზეზი სრულიად შეცვლილი გარეგნობაა.
კინოში გადაღება 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, თუმცა მსოფლიო პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ტვინ პიქსმა". ყველა ახალგაზრდა გოგო მაშინ ოცნებობდა, რომ მის პერსონაჟს მსგავსებოდა. არადა, თვითონ არასდროს მოსწონდა საკუთარი გარეგნობა.
მას მერე, რაც 30 წელი შეუსრულდა, თანდათანობით გაიტაცა ესთეტიკურმა მედიცინამ და ვეღარც გაჩერდა საკუთარი გარეგნობის სრულყოფის გზაზე დამდგარი.
პლასტიკური ოპერაციების გადაჭარბების გამო მალე როლებიც დაკარგა - რეჟისორები ვეღარ მუშაობდნენ მსახიობთან, რომლის სახე ვეღარ გადმოსცემდა ემოციებს.
2017 წლამდე საზოგადოების წინაშე ჩნდებოდა და ღონისძიებებსაც ესწრებოდა. დროდადრო კი დაიღალა მისი გარეგნობის შესახებ დაბეჭდილი სტატიებით და "მზეთუნახავიდან ურჩხულად ქცეულის" იარლიყით, ამიტომაც სულ დაემალა საზოგადოებას.
სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა პირველად ამ წლის განმავლობაში და ნამდვილად ჩანს გარდასახვა მის გარეგნობაში - უწინდელი გარეგნობიდან.