ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე შვილებთან ერთად კიკეთში გადაბარგდნენ და იქ ატარებენ ზაფხულის დღეებს.
უფროს გოგონებს ძირითადად მამა ართობს, პატარა მიქაელით კი ხატიაა ძირითადად დაკავებული, რომელიც ცოტა ხნის წინ წერდა, რომ ძიძას ეძებს ბავშვისთვის და როგორც ჩანს, ჯერ ვერ იპოვა.
ამიტომაც განსაკუთრებულად წუხს ღამეების თენებაზე და ახალნამშობიარების თავს დატეხილ სხვა დედურ პრობლემებზე:
"ჩემს შვილს ჩემი თვალი სცემს... იმდენი ვაქე, მშვიდი და წყნარია-თქო, დღე და ღამე გადაწყვიტა, რომ ფეხზე დგომა ჩემთვის მისწრება იყო ახალ ნაოპერაციებზე... ყველა ნაკერი მტკივა... ესეც ჩემი ბოლო წამების ეტაპი დაიწყო, თუ არ გამარღვია ნაკერებზე..."