რას ჰყვება მარიამ სანოგოს ბავშვის ყოფილი ძიძა და პაატა იმნაძის ოჯახის დამხმარე - "ზუსტად 9 თვე ვიმუშავე მასთან..."
რას ჰყვება მარიამ სანოგოს ბავშვის ყოფილი ძიძა და პაატა იმნაძის ოჯახის დამხმარე - "ზუსტად 9 თვე ვიმუშავე მასთან..."
ბელა კუპატაძე მის თავს გადამხდარ სიკეთეებზე და იმ კეთილ ადამიანებზე სასაუბროდ დაუკავშირდა ჟურნალ "გზას", ვინც მის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ. ის ტელეწამყვან მარიამ სანოგოს ბავშვის - ზუკას ყოფილი ძიძაა და ბატონი პაატა იმნაძის ოჯახის  დამხმარედ მუშაობს ამჟამად.

- ვიდრე პანდემია გამოცხადდებოდა, ვმუშაობდი ძიძად, ქალბატონ მარიამ სანოგოს საოცარ შვილზე ვზრუნავდი. ზუსტად 9 თვე ვიმუშავე მასთან, მერე ამ ვირუსებმა აგვირია სიტუაცია. ახლა ბატონ პაატა იმნაძის სახლში დამასაქმეს, ოჯახის დამხმარე გახლავართ.

- ანუ მარიამმა დაგითხოვათ?

- არა, მათ უბრალოდ აღარ სჭირდებოდათ ძიძა, რადგან ახლა ბავშვი დასასვენებლად
მიჰყავთ, როცა თბილისში დაბრუნდებიან, ბაღში გაუშვებს. ისე კი, გული დამწყდა, სტრესი მქონდა, ბევრი ვიტირე. გუშინ რომ ვნახე, სიხარულით ავივსე. როცა მათგან მოვდიოდი, ზუკამაც იტირა და მეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, რადგან მარიამი არის ჩემი მზე გოგო, უკეთილშობილესი, მისი შვილი კი ჩემი სიცოცხლეა, მემზევება და მემთვარება. მარიამმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მოაბრუნა სიცოცხლის სიყვარულისკენ. ყველაფერში მხარში ამომიდგა და მისი წყალობით ვარ მე დღეს ბატონი პაატა იმნაძის ოჯახშიც, რომელიც ასევე უსაზღვროდ მიყვარს, საოცრად თბილი ადამიანები არიან. სხვა თუ არაფერი, ამით მაინც გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ჯერ მარიამს შევხვდი და შემდეგ ლიზის, ტატას და
ბატონი პაატას მთელ ოჯახს, ნუნუ დეიდაზე კი აღარ ვლაპარაკობ, ის საოცარი ვინმეა. ჩემთვის ეს ოჯახი ყველაფერია...

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" ახალ, 23-ე ნომერში


21382
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
გიორგი
2
ქართული, რუსული და ლათინური შრიფტი ერთმანეთში ერევა და განათლებულობაზე აქვს პრეტენზია. მაგარია
14:15 / 09-06-2020
baia
1
ჯერ ერთი, ისევ კრეტინული აზროვნება , სანამდე უნდა იყოს საქარტველოსჰი, ყველა მინისტრი და პრეზიდენტი ,რომ უნდა გამოვიდეს - რითი ვერ დაამთავრეთ ეგ აზროვნება, მერე კიდევ , ოჯახის მახმარე და ძიძა გაუნათლებელი არავის უნდა , და საერთოდ დამლაგებლად , ოჯახში დამხმარედ . ძიძად ვინმემ ხომ უნდა იმუშაოს? ყველაფერი ,რომ გიტყდებათ იმიტომაცა მშიერ მყურვალი ,რომ დადის ნახევარი ერი და მისჩერებია ყოველ ახალ მთავრობას , როდის გამოუტენის პირს საჭმლით. ძალიან გოიმი უნდა იყო , რაიმე სამუშაო გიტყდებოდეს და სხვასაც შეურაცხჰყოფდე, ძალიან გოიმი!!!
14:09 / 09-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი