ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის იმაზე, თუ ვინ არის მისი მთავარი მოტივატორი და რის გამო აბულინგებდნენ ბავშვობაში.
- მგონი, ასეთი რაღაცები ყველას გამოგვივლია. ბევრი ვერ დაიჯერებს, მაგრამ ძალიან კომპლექსიანი ბავშვი ვიყავი. ჩემი ზედმეტი წონის გამო სულ გრძელი ქვედატანები და კაბები მეცვა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ჩაცმულობის გამო მაბულინგებდნენ.
რაც შეეხება მისი ცხოვრების მთავარ მოტივატორს, ეს ბაბის დედაა:
- დარწმუნებული ვარ, ის ჩემი მუდმივი მოტივატორია. არ არსებობს, დღემ ისე ჩაიაროს, რომ დედამ ცხოვრების სტიმული არ მომცეს და სამომავლო გეგმებზე არ დამელაპარაკოს. გადაცემასაც უყურებს. მეუბნება, რა იყო კარგი და რა - ცუდი, რა უნდა შევცვალო, დავხვეწო და ა.შ. ადამიანებთან ურთიერთობის დიდ გამოცდილებას, რომელიც მას აქვს, მიზიარებს ხოლმე. დედა ჩემს ცხოვრებაში ძლიან ჩართულია; ცდილობს, შეცდომებისგან დამიცვას და ყველაფერი ტრავმების გარეშე გავიარო მაქსიმალურად.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 23-ე ნომერში