რუსულ შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული წამყვანის ივან ურგანტის ცოლი, მოგეხსენებათ, ქართველია - ნატალია კიკნაძე. მან ტელეწამყვანს ერთი ქალიშვილი გაუჩინა, თუმცა მანამდე დაქორწინებული იყო - სკოლის დამთავრებიდან მალევე გაჰყვა ცოლად თემურ კუტალიას, რომლისგანაც ორი შვილი ეყოლა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს და წლების შემდეგ ნატალია ორ შვილთან ერთად მოიყვანა ცოლად ივანმა.
ნატალიას პირველმა ქმარმაც, რომელიც ბიზნესმენია და რუსეთში მოღვაწეობს, მეორედ იქორწინა და ერთი შვილი შეეძინა.
ივან ურგანტი ცოლ-შვილთან ერთად
ივანისა და ნატალიას შემდეგ ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრი ერიკა კუტალიაა, რომელიც პატარა იყო, როცა დედა გათხოვდა და ფაქტობრივად, მამობილთან მეტი დრო გაატარა, ვიდრე მამასთან. გოგონა უკვე 19 წლის არის.
რა ხანია, რჩეული ჰყავს - მოზესი, რომელთან ერთადაც ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკაში ერიკა უნივერსიტეტში სწავლობს, ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას ეუფლება.
სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილი სკანდალში გაეხვა. ერიკამ მოზესთან ერთად მიიღო მონაწილეობა რასიზმის საწინააღმდეგო აქციებში. ეს ფაქტი იმდენად საინტერესო არ იქნებოდა საზოგადოებისთვის, რომ არა პლაკატი, რომელიც მოზესს ეჭირა ხელში. მასზე ეწერა: "სისტემა ჩვენ იმაზე მეტად გვ...ავს, ვიდრე ჩვენ თქვენს ქალიშვილებს..."
რასაკვირველია, ამ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოებამ მიიჩნია, რომ ამით ის არა მხოლოდ ერიკას, არამედ მთელ მის ოჯახს აყენებდა შეურაცხყოფას. უამრავი ადამიანი აკომენტარებდა ფოტოს და საჯარო ბოდიშს ითხოვდა.
მოზესს მოუწია ბოდიშის მოხდა:
"მე არასოდეს მიმიყენებია შეურაცხყოფა ერიკასთვის ან მისი ახლობლებისთვის. მიყვარს ის და მისი ოჯახი. ჩემი პლაკატი და ჩემი გზავნილი არის იმაზე, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, თუმცა არასწორად იქნა აღქმული. ჩემი გზავნილი სრულიად იგნორირებული იყო და კიდევ ერთხელ მტრად გამომიყვანეს. ვერ დავთვლი, ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერ მხოდა ჩემი კანის ფერის "სექსუალიზება", და მე მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ამისთვის თუ გამოვდგებოდი. მე უბრალოდ ადამიანი ვარ, მაგრამ უმრავლესობა ამას ვერ ხედავს. ჩემს პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც ერიკასთან და არც მის ოჯახთან, ის იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ მე და სხვა ფერადკანიანები მხოლოდ სექსისთვის გამოვდგებით".
თავად ერიკამაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვერ გაითვალისწინა, თუ ეს წარწერა სხვადასხვანაირად იქნებოდა აღქმული. "მანაღვლიანებს, რომ მთელი ამ მოძრაობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ შევცვალო სიტუაცია, ვუამბობ ყველას რასიზმზე, მაინც ყველამ გადაწყვიტა დაენახა ის, რაც არ იყო. თქვენ უფრო ხმაურიანი სათაურის დანახვა გინდათ, არარსებული ინფორმაციიდან, ვიდრე სიმართლე. მე არასდროს ავირჩევდი ისეთ ადამიანს, ვინც არ მცემს პატივს მე და ჩემს ოჯახს. სიტყვები პლაკატზე არ იყო მომართული ჩემკენ ან მამაჩემისკენ...
შავკანიანი მამაკაცები გადამეტებულ სექსუალიზაციასა და ექსპლუატაციას განიცდიან, და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა".