თვითიზოლაციის პირობებში სახლში მყოფი ადამიანებს ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ხელოვნების მიმართ... საზოგადოებამ მრავალი უნიჭიერესი ადამიანი გაიცნო. სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა 16 წლის თვითნასწავლი მხატვრის თამარ ყიფიანის შემოქმედებამ.
ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეუძლებელია ასეთი ნამუშევრები უბრალო ფანქრით შეიქმნას. თამარ ყიფიანი თავად გვესაუბრება, თუ როგორ იქმნება მისი ნახატები და რა არის აუცილებელი შთაგონებისთვის:
- ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, რადგან დღესაც მქრალად ამჩნევია ადამიანების დეფორმირებული ფიგურები კედლებს. მახსოვს, რომ სულ ვხატავდი... მხოლოდ ადამიანებს ვხატავდი და ახლაც მხოლოდ ადამიანია ყველაზე საინტერესო ნატურა ჩემთვის! როდესაც მატერიის ჩრდილების სამყარო აღმოვაჩინე, იმ დღიდან დაიწყო ჩემი განვითარება!
ვხატავდი ყოველდღე და ვაკეთებდი ახალ აღმოჩენებს თუ როგორ მიმენიჭებინა პორტრეტისთვის რეალურობა. პირველად ხატვის კონკურსში 13 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით და გამოფენა ქარელში მქონდა. 2018 წელს შევქმენი ნამუშევარი საკონკურსო თემაზე "გაყინული ემოცია", რომელმაც პირველი ადგილი და თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენის შანსი მომაპოვებინა. აგრეთვე მონაწილეობა მივიღე კონკურსში "ახალგაზრდა ხელოვანი" და ჩემი ნამუშევარი დაიბეჭდა სამაგიდო კალენდრის ყდაზე.
- შემოქმედებისთვის არ არის აუცილებელი ხელსაყრელი გარემო, რადგან ის იქმნება შემოქმედის სურვილით, გრძნობებით, სიხარულით, ტკივილით... ამ ქვეყანამ შემქმნა, ამ გარემომ გამზარდა... ალბათ ყოველთვის არ იყო ხელსაყრელი გარემო, რადგან უმოტივაციობა აქრობდა ხატვის სურვილს ჩემში. პარადოქსულია მაგრამ ერთფეროვანი გარემო გაიძულებს იზრუნო თვითგანვითარებაზე, რადგან თუ ამას არ გააკეთებ, სამყარო, თუნდაც საქართველო ისე ჩაგყლაპავს და გაგქრობს, ვერც კი შეამჩნევ... ჩემს გარშემო არსებულ ატმოსფეროს არ აქვს დრო მომავლის ან წარსულის, რადგან არ იცვლება ერთი ნამდვილი რეალობა - ვხატავ, რომ დამავიწყდეს, მაგრამ მაქვს სურვილი სხვას გავახსენო. ამიტომ არ ვყოფ დროს ნაწილებად, დრო უბრალოდ მიდის და მეც დავივიწყე მისი არსებობა. განაგრძეთ კითხვა