ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პატარამ კითხვა არ იცის, ჩვენგან მოსმენილი ამბები მათ გონებაში ილექება და მათი აზროვნების ჩამოყალიბებასა და ფანტაზიის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წიგნებს ადრეული ასაკიდან დაუახლოვდეს. ამისათვის კი, სწორად უნდა შეირჩეს ის ზღაპრები და მოთხრობები, რომელთაც ხშირად წავუკითხავთ და პერსონაჟების ხასიათსა და ქცევებზე მათთან ერთად ვიმსჯელებთ. ამით პატარები, მოსმენის უნარსაც გამოიმუშავებენ, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასაც ისწავლიან და წიგნსაც დაუმეგობრდებიან. შემდგომში კი ანბანის შესწავლას ხალისით შეუდგებიან, რათა მალე თავადაც, დამოუკიდებლად შეძლონ იმ ჯადოსნური ამბების ამოკითხვა, რომლებსაც ფერადი წიგნები აერთიანებენ. ილუსტრაციები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბავშვის წიგნით დაინტერესებისათვის. რაც უფრო მიმზდიველია მათთვის წიგნები, მით მეტად სასიამოვნო და საინტერესოა კითხვის პროცესი. ლამაზი ნახატები პატარას ნაწარმოების გმირებისა და სიუჟეტის მიმდინარეობის წარმოდგენაში ხელს უწყობს და მის ფანტაზიას აფართოებს.
რაც ყველაზე მთავარია, ამ წიგნების დახმარებით, პატარების ბავშვური სამყაროს კიდევ უფრო გაფერადება, მათი გახალისება და აზროვნების განვითარება ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია. სერიის თითოეული ტომის ფასი მხოლოდ 2 ლარია.