მოგეხსენებათ, გიორგი ყიფშიძე რამდენიმე ხნის წინ 22 წლის გოგონაზე - ენიზე დაქორწინდა. წყვილს ბიჭიც შეეძინა, რომელსაც კოსმო დაარქვეს. პატარა კოსმოს გაზრდაში აქტიურად მონაწილეობს მამა, ფოტოებს თუ ვიდეოებსაც სოციალური ქსელით ასაჯაროვებს ხოლმე.
გიორგისთვის ეს მესამე ქორწინებაა, შვილიც - მესამე. მისი უფროსი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე, რომელიც კრისტი ყიფშიძესთან შეეძინა, უკვე 18 წლისაა. აშკარაა, რომ ნატალის ძალიან კარგი ურთიერთბა აქვს ენისთან, ხშირად აქვეყნებს ფოტოებს პაწაწინა ძამსთანაც ერთად.
როგორც მათ ფეისბუქიდან ირკვევა, არმაზის ხეობაში ოჯახური პიკნიკი ჰქონდათ, რომლის საპატიო წევრიც პატარა კოსმო იყო. გასეირნების ამსახველი ფოტოები ენიმ სოციალურ ქსელში ატვირთა.
თეკლა ჟვანია