ქსელში სერიოზული დისკუსია გამოიწვია იმან, აქვს თუ არა უფლება ექიმს, ასე "დაუნდობლად" მოექცეს ჩვილს ეს ვიდეო ქსელში განათავსა ახალშობილი ბავშვის დედამ. პატარას სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში ორთოპედი სინჯავს. ქსელში სერიოზული დისკუსია გამოიწვია იმან, აქვს თუ არა უფლება ექიმს, ასე "დაუნდობლად" მოექცეს ჩვილს. რაც შეეხება ორთოპედის კოლეგებს, მათ შორის ბევრმა აღნიშნა, რომ აღტაცებულნი არიან ექიმის პროფესიონალიზმით და ასევე მისი უნარით, როგორ აწყნარებს ატირებულ პატარას.
ჩვენ კომენტარი ამ ექიმის ქართველ კოლეგას, ბავშვთა რეაბილიტოლოგ ეკა გორგოშიძეს ვთხოვეთ:
- ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ამ ვიდეომ მშობლებში დიდი დისკუსია გააჩაღა.ერთი შეხედვით ძალიან ძნელია უყურო ამ ვიდეოს მშობლის გადმოსახედიდან, ხოლო როგორც ექიმმა არ შემიძლია არ აღვნიშნო ორთოპედის პროფესიონალიზი და დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. სინამდვილეში ეს სულაც არ არის დაუნდობელი და ბოროტი ექიმი, როგორც მას მშობლები მოისხენებენ კომენტარებში. ორთოპედიული გასინჯვა არის საფუძვლიანი კვლევა იმისა თუ რა მდგომარეობაშია ბავშვის სხეული, როგორ ვითარდება და ხომ არ არის რაიმე სახის გართულება. სიმართლე გითხრათ, ბევრი ორთოპედი ვერ რისკავს ჩვილის ასე გასინჯვას, რადგან აქ მილიმეტრებზე კონკრეტულ წერტილებზე და დიდ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული პატარას ჯანმრთელობა. არებობს მშობლებისთვის უფრო ძნელად საყურებელი ვიდეოები. საქართველოში ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ არსებობდა ბავშვთა ორთოპედიული კაბინეტები, იქ მისულ მშობლებს ექიმები გარეთ მოცდას ან დაჯდომას ურჩევდნენ, რადგან ბევრი მშობელი თავად გამხდარა ცუდად ბავშვის მასაჟის ყურების დროს, ბევრს გაულანძღავს ექიმი და თავქუდმოგლეჯილი გამოქცეულა ბავშვთან ერთად. მართალია ძნელია ყველა ექიმის ნდობა, მისი პროფესიონალიზი დრომ და შემთხვევებმა უნდა გამოცადოს. რაც შეეხება ამ ვიდეოს, აქ საქმე ნამდვილად პროფესიონალთან გვაქვს.
ასევე იხილეთ ვიდეო, როგორ აბანავებენ ტყუპს