სამწუხაროდ, არაერთი ბავშვი ებრძვის მძიმე დაავადებებს, მშობლებთან და ახლობლებთან ერთად და საკმაოდ რთულ გზას გადის გამოჯანმრთელებამდე. ეს 5 წლის თეკლა ფერაძის ამბავია, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის.
როგორც მისი გულშემატკივრები გვიამბობენ, თეკლას ოჯახი ახალგორიდან დევნილია: "ბავშვს მუდმივი დაღლილობა და თვალის ტკივილი ჰქონდა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ დაუდგინდა მეოთხე სტადია, თავის ტვინი სიმსივნე. სიმსივნური კერა ხერხემალზეც აქვს. ჰქონდა მეტასტაზებიც გასული, თუმცა თურქეთის კლინიკაში ჩატარებულმა პირველმა კურსმა შედეგი გამოიღო და მეტასტაზები აღარ არის. რჩება მხოლოდ თავში და ხერხემალში არსებულო სიმსივნე. ახლა საჭიროებს მკურნალობის მეორე ეტაპს, რომელიც 35 000 დოლარი ჯდება. ამას თან დაერთო ქიმიების შედეგად გამოწვეული სხვადასხვა პრობლემა (საშარდე გზების ანთება, ლეიკოციტების მაჩვენებელის ვარდნა), რაც კიდევ უფრო მეტ თანხებთანაა დაკავშირებული და ოჯახს უბრალოდ არ აქვს საშუალება. კეთილი ადამიანების იმედად ვართ. თეკლა ძლიერი გოგოა და ებრძვის უსიტყვოდ ამ საშინელ დაავადებას.
შექმნილია ანგარიშები, ასევე სატელეფონო ნომერი მაგთის და ჯეოსელის აბონენტებისთვის 0901700504 - ზარი 1 ლარი. თუნდაც 1 ლარი რომ გაიღოს ყველამ, ჯამში დიდ საქმეს გავაკეთებთ".
ეს კი თეკლას დედის მიმართვაა, ქეთი ჩოხელის:
"კეთილო ადამიანებო, უკვე რამდენი ხანი ასე ერთგულად რომ გვიდგეხართ გვერდში და ჩვენი გასაჭირი ასე გულთან მიგაქვთ. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ თქვენს თანადგომას და ეს ძალიან გვაძლიერებს.
ძალიან ძნელია, შენს შვილს უყურებდე ასეთ მდგომარეობაში... ხედავდე, როგორ სტკივა... როგორ განიცდის თავს დამტყდარ უბედურებას, როგორ უნდა, ირბინოს ითამაშოს თავის მეგობრებთან... როგორ უნდა ლამაზი გრძელი თმები.... მაგრამ ცდილობს ნაკლები კითხვები დასვას... ის ხომ ამ ყველაფერთან საბრძოლველად ძალიან პატარაა... ვერ ხვდება, რატომ დადის ყოველდღე კლინიკაში, რატომ უკეთებენ ნემსებს...
მას ხომ ერთი ოცნება აქვს - თავისი პატარა დაიკო ნახოს, ჩაეხუტოს და ძალიან ბევრი ეთამაშოს...
ისევ და ისევ თქვენი გვერდში დგომის იმედი გვაქვს, თქვენ ხომ ძალიან ბევრი შეძელით თეკლესთვის... თითოეული თქვენი ჩარიცხული ერთი ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია თეკლეს მკურნალობის გასაგრძელებლად, რომ ჩვენი გოგო ისევ ისეთი ხალისიანი და ჯანმრთელი დაბრუნდეს თავის მონატრებულ სახლში.
0 901 700 504 - ზარი 1 ლარი
საქართველოს ბანკი: #GE63BG0000000162478944
თი-ბი-სი ბანკი : #GE41TB7118536515100019
ლიბერთი ბანკი: #GE40LB0711122279844000
მიმღები - მამუკა ფერაძე
პირადი ნომერი: 06001001360
#თეკლასთვის