ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ოჯახურ ბედნიერებაზე თოქ-შოუში "პროფილში" საუბრობენ.
როგორც იცით, 3 გოგონას შემდეგ წყვილს ნანატრი ვაჟი გაუჩნდა. "ხშირად ვფიქრობ, რა სასაცილო იქნება, ჩემი ბიჭის შეყვარებული რომ გაიგებს, ომ სამი მული ეყოლება" - ამბობს ხატია.
რამაზს კი არ დაუფარავს, თუ როგორი ბედნიერება აჩუქა მეუღლემ. "ჩემმა ხატიამ მაჩუქა ის, რასაც ცოლი ჩუქნის ქმარს. ამისგან მოსათხოვი მეტი აღარაფერი აღარა მაქვს... ბიჭიც რო გამიჩითა, მთლიანი კომპლექტი მაქვს დიდი სიხარულის... ჩემმა ცოლმა მაჩუქა სრულყოფილება" - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.