ხატია სიჭინავა "პროფილის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ აგორებულ აზრთა სხვადასხვაობას და კრიტიკას ინსტაგრამზე გამოეხმაურა:
"2005 წლიდან, მას შემდეგ რაც ტვ ში გამოვჩნდი, ვისაც არ ეზარება, ქალია თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ავადმყოფი თუ... ნუ ჯანმრთელი ადამიანი ალბათ ასე არ იქცევა, მაბულინგებს ყველა შესაძლო და შეუძლებელი მიზეზით. კარგს ვიტყვი თუ ცუდს, თუ საერთოდ ჩუმად ვზივარ, ჯდომა არ მოსწონთ, ლაპარაკი არ მოსწონთ, ხან ეს არ მოსწონთ, ხან ის არ მოსწონთ. სინამდვილე კი ერთია, საკუთარ კომპლექსებს ჩემი (ვინმეს) ლანძღვით ებრძვიან. ეს ერთგვარი თვითდაკმაყოფილების ხერხია. ბოროტებაც არ არის (არ მიცნობენ და ვერ მიბოროტებენ, რადგან ისე დაამთავრებენ ცხოვრებას, ვერც გამიცნობენ), უბრალოდ თავიანთ შავ გულს იფხანენ. არასდროს გავმხდარვარ ბულინგის მსხვერპლი. ამისთვის ძალიან ბევრი ხერხი არსებობს. მაგრამ ყველაზე უტყუარი იმის შეგნებაა, რომ ეს ბრბო ვერასდროს მოვა შენამდე, მეფე ლომში რომ აფთრები არიან, დაახლოებით ეგ კატეგორიაა და შესაბამისად დარჩებიან ამ საფეხურზე. ვერც დაგეწევიან და ვერც სიტყვას დაგაწევენ. მარტო ხავილს გაიგონებ შორიდან და შეგიძლია მიულოცოთ საკუთარ თავს, რომ მათ რიგებში არ დგეხართ და ცხოვრების გზას წარმატებით მიუყვებით.
არა აქვს მნიშვნელობა კარიერის გამო გაბულინგებენ თუ პირადის, ვინც ამას განიცდით, მომბაძეთ, დატოვეთ ისინი სადაც არიან (სოც.ქსელებში, კომენტარებში და თავიანთ ნაგავში) და ნუ დაჩრდილავთ თქვენს ბედნიერებას ერთი წამითაც იმ საცოდაობის გამო, რასაც ბულინგი (დაცინვა, ლანძღვა) ჰქვია. დატკბით ცხოვრებით და იკონტაქტეთ მხოლოდ შემდგარ ადამიანებთან. ვისაც პირიდან მყრალი სუნი არ ამოსდის. და დაიმახსოვრეთ, ეგეთებს ასაკი არა აქვთ, არც სქესი. ბევრნი არიან, მაგრამ ნუ შეწუხდებით, ნუ გაბრაზდებით, ნუ გამოკვებავთ მათ თქვენი ბრჭყვიალა ენერგეტიკით. ყველა შემდგარ ადამიანს წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ. ხატია".
იხილეთ სიუჟეტი: