მარინა მოსიაშვილი ის ბედნიერი დედაა, რომელმაც იბრძოლა შვილის ჯანმრთელობისთვის და მის შემთხვევაში ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამიტომ უნდა, ამის შესახებ ბევრ ადამიანს უამბოს და მისცეს იმედი, რომ ლეიკემია იკურნება:
- მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. ამ სიხარულს გულში ვერ ვიტევ, მინდა ხმით ვიყვირო. 2015 წლის 12 ივნისი საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ის დღე, როცა ჩემს ერთადერთ შვილს 5 წლის ნანუკას საშინელი დიაგნოზი - ლეიკემია დაუსვეს. ჩემთვის ცხოვრება თითქოს დამთავრდა, თავზე ჩამომენგრა ყველაფერი, მაგრამ არ დავნებდით, ვიბრძოლეთ... და ახლა - 2020 წლის 12 ივნისს, 5 წლის, ბევრი უძილი ღამისა და ბევრი ცრემლის, დარდისა და ვაების შემდეგ, გათენდა ეს დღეც, რომ დამთავრდა ყველაფერი. ახლა ბედნიერი დედა ვარ. ნანუკა სრულიად ჯამრთელი მყავს.
ამ წლების განმავლობაში 9 თვე ნახევარი ვიწექით იაშვილს კლინიკაში, ქიმიის სამი კურსი გაიკეთა. ძალიან მძიმედ მყავდა. 3 თვე ჩაწოლილი იყო, ვერც დადიოდა... თუმცა ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ნანუკას ჯამრთელს დავიბრუნებდი.
მინდა გავამხნევო ის დედები, ვინც ახლა იბრძვის - ლეიკემია ინკურნება...