ფილოსოფოსმა ჟან ჟაკ რუსომ ხუთი შვილი ჩააბარა ბავშვთა თავშესაფარში... ის წერდა, რომ სურდა, ბავშვები გლეხურად გაზრდილიყვნენ, სუფთა ჰაერი ჰქონოდათ, ჯანსაღი საკვები და ჰარმონია ბუნებასთან. თუმცა მათ არ ჰქონდათ ნორმალური აღზრდა, ზრუნდა და სითბო... თანაც მე-18 საუკუნეში ამგვარ დაწესებულებებში საშინელი პირობები იყო, რასაც მათ ვერ გაუძლეს და დაიღუპნენ... თუმცა რუსო ამაზე ნაკლებად ფიქრობდა - მან ბავშვების აღზრდაზე ტრაქტატი დაწერა, რამაც დიდი პედაგოგისა და განმანათლებლის ტიტული მოუტანა...
ლორდ ბაირონმა საკუთარი უკანონო ქალიშვილი ალეგრა ჯერ დედას წაართვა, მერე კი სულ პატარა მონასტერში გააგზავნა - სულ პატარა, 4 წლისა...
"ვირივით ჯიუტია", - ასე აღწერდა პოეტურად ბაირონი თავის შვილს. გოგონა მას ხელს უშლიდა. ბაირონი ციხესიმაგრეში ცხოვრობდა. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება 3-4 წლის ბავშვმა ციხესიმაგრეში ცხოვრებაში ხელი შეგიშალოს. თუმცა მას შეუშალა და მონასტერში გაგზავნა. იქ გოგონა დასუსტდა და მიილია. "ფერმკრთალი, მშვიდი, დელიკატური" - ასე აღწერენ მას. ალეგრამ მონაზვნების დახმარებით მამას წერილი მისწერა, რომ მის სანახავად მისულიყო, თუმცა ბაირონმა თქვა, რომ მის შვილს მხოლოდ საჩუქრები აინტერესებდა და არ წავიდა... ხუთი წლის ასაკში გოგონა უცნობი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.
პოეტმა, მარინა ცვეტაევამ საკუთარი შვილები გაჭირვების პერიოდში ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანა. ბავშვებს კი აუკრძალა იმის თქმა, რომ ის მათი დედა იყო. ისინიც ამბობდნენ, რომ ობლები იყვნენ.
ბავშვთა თავშესაფარში მარინა ცვეტაევას უმცროსი ქალიშვილი, ირინა, შიშილისა და ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. თუ რა პირობებში იყვნენ ბავშვები, პოეტმა თავად ნახა, როდესაც მათ მოსანახულებლად, ნათლიის სტატუსით, მივიდა. ამის შემდეგ მან უფროსი გოგონა წამოიყვანა, თუმცა უმცროსი შეეწირა დედის ამ გადაწყვეტილებას.
ცვეტაევა საკუთარი ქალიშვილის დაკრძალვას არ დაესწრო, თუმცა ძალიან სევდიანი ლექსი დაწერა...
ის თავს იმით იმართლებდა, რომ მისთვის რთული იყო, ეცხოვრა მოსკოვში ორ ბავშვთან ერთად და უარი ეთქვა სამსახურზე. ლექსების წერაც ძალიან რთული აღმოჩნდა - ბავშვები ყურადღებას, გამოკვებასა და მზრუნველობას მოითხოვდნენ...
შეგიძლიათ, დაწეროთ ინსპირირებული სტროფები სიყვარულსა და სულიერებაზე. მაგრამ, სხვაგვარად იმოქმედოთ. მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები აღფრთოვანებულები იქნებიან დიდებული სტროფებითა და ფილოსოფიური ტრაქტატებით, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენენ, რომ თუნდაც ერთი წინადადების დაწერის დროს, ნაწარმოებების ავტორების შვილები სადღაც შიმშილითა და ავადმყოფობით კვდებოდნენ, თან სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში. დიახ, თავად ეს გამოჩენილი ადამიანები ძალიან ნერვიულობდნენ და ნანობდნენ. გულწრფელად უკვირდათ, ასე როგორ დაეცნენ ან რის გამო... მათ ხომ არ ჰქონდათ ცუდი პირობები, არც შიოდათ, არც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და არც შეზღუდული ვინმესგან. ფილოსოფოსი რუსო საკუთარ თავზე წერს: "მარტოხელა, ავადმყოფი და ყველასგან მიტოვებული ვარ. შეიძლება შიმშილით, სიცივითა და სიღარიბით მოვკვდე". შიმშილისა და სიცივისგან რუსო უამრავმა ქველმოქმედმა იხსნა. მასზე ზრუნავდნენ მეგობრები და მისი შვილების დედაც.
ისინი საკუთარი ნაწარმოებებით უამრავ ადამიანს ასწავლიან სიკეთეს, სიყვარულსა და მიტევებას. ხოლო, მათივე შვილების ბედი ცოტამ თუ იცის. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვი მთლიანადაა დამოკიდებული მშობელზე. ღალატი კი მარტივია! მას არ შეუძლია გააპროტესტოს, შური იძიოს ან გისაყვედუროთ. ბოლო წუთამდე აქვთ იმედი, რომ გადაარჩენთ და უკან დააბრუნებთ. პოეტმა შელიმ ბაირონის ციხესიმაგრეში პატარა ალეგრას სახე დაინახა. ის იღიმოდა. მან ყველაფერი აპატია მამას. ბავშვები პატიობენ...
ავტორი: ანა კირიანოვა